მეწარმეებისთვის კვერცხის საწარმოების ავტორიზაცია სავალდებულო გახდება. მთავრობამ მეკვერცხული მიმართულების საწარმოს ავტორიზაციის წესი განსაზღვრა, რომელიც ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა, წესის ნაწილი კი 1-ელი ივნისიდან.
მთავრობის ახალი დადგენილებით, წესის შესრულებაზე კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო აიღებს. სააგენტომ უნდა შექმნას საწარმოების რეესტრი, თუმცა როგორც სექტორში აცხადებენ, მხოლოდ რეესტრის შექმნა არსებითად არაფერს შეცვლის და აუცილებელია, ე.წ. საოჯახო ფერმების კონტროლი, რომელიც ყველგან არის გახსნილი და რეალურად მომხმარებელმა არ იცის, რამდენად სანდო და ჯანსაღ პროდუქტს ყიდულობს.
მეფრინველეობის ასოციაციის ხელმძღვანელი BMG-სთან აღნიშნავს, რომ საქართველოში გასაყიდად გამოტანილი კვერცხი მაღალი ხარისხისაა და მისი ნდობა შეიძლება.
“ქართველ მომხმარებელს შეუძლია იყოს წყნარად, კონტროლდება სეს-ის მიერ ეფექტურად და მკაცრად. ნიმუშების ამოღება ხდება ქსელიდან და სალმონელაზე და სხვადასხვა დაავადებებზე ხდება შემოწმება. არცერთ შემთხვევაში გამოვლენილა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო დაავადება. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ კვერცხს მომხმარებელი უნდა ენდოს, რადგან მუდმივად ხდება კონტროლი,“ – ამბობს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.
კვერცხი სურსათი