შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის ინფორმაციით, სომხური მხარის პრობლემების გამო “სამების” (ნინოწმინდა) გამშვებ პუნქტზე სამუშაოები დროებით შეჩერებულია. როდის გამოსწორდება სიტუაცია, შემოსავლების სამსახურისთვის ჯერჯერობით უცნობია. “სადახლოს” გამშვები სასაზღვრო პუნქტში შექმნილი რიგების შესახებ შემოსავლების სამსახური ინფორმირებული არ არის.
სომხეთის საზღვარზე საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მუშაოების შეფერხების მიზეზი 11 აპრილს მთიან ყარაბაღში, ჰადრუტის რაიონის ხცაბერდის საბრძოლო პოზიციებზე ტყვედ აყვანილი სამხედროების ნათესავების მიერ გიუმრი-ბავრის, საქართველოს საზღვართან ახლოს, სახელმწიფოთაშორისი გზის გადაკეტვაა. 2020 წლის 13 დეკემბერს სოფელ ხცაბერდში შირაქის რეგიონიდან 62 სამხედრო მოსამსახურე ტყვედ ჩავარდა, ზოგიერთი მათგანი მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდა. 26 სამხედრო მოსამსახურე უკვე 2 წელი და 4 თვეა ტყვეობაშია.ს
“სადახლოს” საბაჟო პუნქტზე რიგების შექმნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.