გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, ღამით მაღალმთაში შესაძლებელია თოვლჭყაპი, ზოგან – ძლიერი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღისით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.