ახალქალაქის სპორტული კომპლექსის მოკრივეებმა სომხეთის ქალაქ გიუმრიში გამართულ ღია ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ომში დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნებოდა. ახალქალაქელი სპორტსმენები ჩემპიონატიდან მედლებით დაბრუნდნენ.
ახალქალაქის სპორტული კომპლექსის ექვსმა მოსწავლემ საპატიო პრიზები მოიპოვა:
არტურ არაქელიანმა, მწვრთნელის ვენეტიკ ღაზარიანის ხელმძღვანელობით, საპატიო პირველი ადგილი დაიკავა.
ვენეტიკ ზანდარიანი – მეორე ადგილი, მწვრთნელის არტურ ელიზბარიანის ხელმძღვანელობით.
ედურად ამაზარიანი – მეორე ადგილი, მწვრთნელის გაგიკ ელიზბარიანის ხელმძღვანელობით.
გრიშა ელიზბარიანი – მესამე ადგილი, მწვრთნელის აღასი ელიზბარიანის ხელმძღვანელობით.
არტურ მოვსისიანი – მესამე ადგილი, მწვრთნელის ვენეტიკ ღაზარიანის ხელმძღვანელობით.
ვლადიმერ მანველიანი – მესამე ადგილი, მწვრთნელის არტურ ელიზბარიანის ხელმძღვანელობით.
გიუმრის კრივის ღია ჩემპიონატში როგორც სომეხი, ქართველი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.