თუ გაქვთ ბიზნესი, თუმცა არ იცით როგორ გახადოთ ის წარმატებული, აუცილებლად დაიწყეთ მისი ციფრულად გარეკლამება. როგორც ყველა სფერო, ციფრული მარკეტინგიც განსაკუთრებულ ცოდნას და სპეციალისტებს მოითხოვს.

სწორედ ამიტომ, რამდენიმე წლის წინ შეიქმნა ციფრული მარკეტინგის სააგენტო, Adshub.ge, რომელიც სხვადასხვა კომპანიებს ციფრულად გარეკლამებაში ეხმარება.

სააგენტოსთან თანამშრომლობისას შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი მომსახურებებით:

დღეისათვის სააგენტო, Adshub.ge, ათეულობით სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობს. გაციფრულების შემდეგ მათი გაყიდვების რაოდენობა გაორმაგდა. ბევრმა მათგანმა დაიკავა მოწინავე პოზიცია საუკეთესო კონკურენტებს შორის და რაც მთავარია გახდა ბევრად უფრო წარმატებული, ვიდრე სააგენტოსთან თანამშრომლობამდე.

ვებ გვერდის დამზადება – ძირითადად ეს არის ის პირველი მომსახურება, რომელსაც მომხმარებლები სააგენტოსთან თანამშრომლობისას ირჩევენ. Adshub.ge-ს პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი ნებისმიერი სირთულისა და ფუნქციონალის მქონე ვებ გვერდს დაგიმზადებთ.

Adshub.ge და ,,გეოდეზია“

ვებ გვერდის დამზადებით დაიწყო თანამშრომლობა Adshub.ge-თან კომპანია ,,გეოდეზიამ“.

სწორედ გამართული ვებ გვერდი გახდა კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი. „გეოდეზია“ არის ადგილი, საიდანაც თქვენი საოცნებო პროექტების განხორციელება იწყება.

„გეოდეზია“ და მისი მომსახურებები

“გეოდეზია” გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:

  •  მიწის აზომვა;
  • შიდა აზომვა;
  • ტოპოგრაფიული გეგმა;
  • ნაკვეთის გამიჯვნა;
  • დაკვალვა.

ახლა კი გაგაცნობთ, თუ რას გულისხმობს თითოეული მათგანი:

მიწის აზომვა

სასოფლო-სამეურნეო თუ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კერძო, სააგარაკე, აუქციონზე გასატანი, გასამიჯნი და გასაერთიანებელი ნაკვეთების დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად, ხშირად საჭიროა შესაბამისი მიწის აზომვა და აზომვითი ნახაზები.

გეოდეზიის გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ აზომვითი სამუშაოების მომზადებასა და
მიწის გაფორმებისთვის საჭირო შესაბამისი ნახაზების მომზადებაში.

შიდა აზომვა

გეოდეზია მნიშვნელოვანია კერძო სახლების, კორპუსის ბინების, კომერციული და საოფისე ფართების თუ სხვა ნებისმიერი შენობის ყიდვა-გაყიდვის, რეგისტრაციის, გადაფორმების და იპოთეკით დატვირთვის დროს. უმეტესწილად საჭიროა მიწის შიდა აზომვა და დეტალური ნახაზის მომზადება.

ტოპოგრაფიული გეგმა

ტერიტორიაზე პროექტის შედგენისთვის, თავდაპირველად საჭიროა ამ ტერიტორიის და მასზე არსებული ობიექტების დეტალური აზომვა. ასევე რელიეფის სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა და ტოპოგრაფიული გეგმის მომზადება.

ნაკვეთის გამიჯვნა

ერთი ნაკვეთის რამდენიმე ნაწილად გასაყოფად, ან პირიქით, რამდენიმე ნაკვეთის გასაერთიანებლად და ხელახალი რეგისტრაციისთვის, ,,გეოდეზია’’ გთავაზობთ შესაბამის საამზომველო სამუშაოების ჩატარებასა და საკადასტრო ნახაზების მომზადებას, რომელშიც ასახული იქნება გამიჯვნა ან/და გაერთიანება.

დაკვალვა

მიწის აზომვის და ველზე მონაცემთა შეგროვების გარდა, ხშირად საჭიროა უკვე აზომილ და შედგენილ პროექტში არსებული წერტილების რეალობაში გადმოტანა და დაფიქსირება ანუ დაკვალვა. ,,გეოდეზია“ 10 წელზე მეტია, რაც მომხმარებლებს საოცნებო პროექტების განხორციელებაში ეხმარება.