23 მარტს ახალქალაქში ვიზიტისას აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი რეგიონულ მედიას ესაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
კელი დეგნანი Jnews-ის ჟურნალისტს რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების პასიურობასა და მიზეზებზე ესაუბრა.
– ვნახეთ, როგორ გამოვიდა ხალხი ქუჩებში, რათა ევროპისკენ მისწრაფებისთვის გაესვათ ხაზი. სხვა ქალაქებიდან არ ჩამოსულან, მაგრამ ვფიქრობ, ეს საქართველოში ხალხის აშკარა დემონსტრაცია იყო. მკაფიო, გადამწყვეტი არჩევანი გააკეთეს და ევროპა აირჩიეს. ყველაფერი, რასაც ისინი შეცდომაში შეჰყავს, ყველაფერი, რაც მათ ამ გზიდან აშორებს, ქართველი ხალხი წინ აღუდგება. ხელისუფლებამ ხალხის ხმა გაიგო. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რეგიონების ჩართულობა ასე მნიშვნელოვანია, არის ის, რომ მათ შეუძლიათ მთავრობის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ. თქვენი მიზნები, თქვენი პრიორიტეტები, თქვენი ოცნებები თბილისშიც უნდა ესმოდეთ.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დღეს აქ ვართ ახალქალაქში ამერიკული კუთხის გახსნა, სამოქალაქო საზოგადოების შესახებ ტრენინგის ჩატარებაა, რათა უკეთ გავიგოთ, როგორ ეხმარება ჩვენი პროგრამები ხალხს. ვიცი, რომ ზოგიერთს მეტი გამჭვირვალობა სურს; ჩვენ ძალიან გამჭვირვალე პროექტები გვაქვს. ის, თუ როგორ გამოიყენებენ აშშ-ს დახმარებას საქართველოში, პროცესის ნაწილია, რომლის მიზანი ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად პარტნიორებთან მუშაობაა. გაეცანით პროცესებს, გაიგეთ რას უჭერს მხარს ამერიკა. ჩვენ აქ ვართ, რათა ქართველ ხალხს საქმიანობაში მხარი დავუჭიროთ, მივცეთ მოტივაცია და გავაუმჯობესოთ დემოკრატიის დონე. გვსურს სამოქალაქო საზოგადოებას გვერდში ვედგეთ, რადგან საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთს პირობების გაუმჯობესებაში დაეხმარონ. ქართველები ქართველებს ეხმარებიან და აშშ ამას გარკვეული ფინანსური და მრავალი სხვა სახის დახმარებით უჭერს მხარს. ძალიან ვამაყობთ და სიამოვნებით ვაკეთებთ ამას.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ელჩი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები რეგიონებში ძლიერდებიან, შემდეგნაირად გვიპასუხა:
– არ ვიცი. საქართველოში მოგზაურობის გამოცდილება აჩვენებს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან აქტიურად, ძლიერად, ეფექტურად მუშაობს სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციები. ზოგჯერ რეგიონებში ისინი უფრო ძლიერები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლები რესურსები აქვთ. კარგად იციან რა სჭირდებათ თემებში მცხოვრებ ადამიანებს. ვხედავ მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთგულებას და თავდადებას, რამაც საქართველოში მოგზაურობა კიდე უფრო სასიამოვნო გახადა. რეგიონებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.