3 აპრილიდან სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მცირე და მიკრო ბიზნესის საგრანტო პროგრამის ფარგლებში ბიზნეს-იდეების მიღება დაიწყებს. საინფორმაციო შეხვედრა 22 მარტს ახალქალაქის მერიაში შედგა.
შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დასასრულს საგრანტო პროექტთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაისვა.
„პროგრამა 2015 წლიდან ხორციელდება და გაუმჯობესებისა და მაშტაბურობისთვის მუდმივად იცვლება. 2023 წლის პროგრამაში ამ დროისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის. პრიორიტეტებს სოციალურად დაუცველთა მონაწილეობაც დაემატა. 30 000 000 ლარის ბიუჯეტი გვაქვს და მსოფლიო ბანკი გვაფინანსებს“, – განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საგრანტო პროგრამის კოორდინატორმა ოთარ გაგუამ Jnews-თან ინტერვიუში.
საინფორმაციო შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით 50 მუნიციპალიტეტში იმართება.
მიკრო და მცირე ბიზნესის საგრანტო პროგრამისთვის ბიზნეს-იდეების მიღება 3 აპრილს იწყება და განცხადებების მიღების ბოლო ვადა 27 აპრილის 15:00 საათია.
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ ზრდასრულ მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც სურს თავისი ბიზნეს-იდეა წარმატებულ საქმიანობად აქციოს ან არსებული ბიზნესი გააფართოოს.
გრანტის მაქსიმალური ოდენობა 30 000 ლარია. მეწარმე დამოუკიდებლად გრანტის არანაკლებ 20%-ს იხდის, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში – არანაკლებ 10%-ს.
არსებული ბენეფიციარის არსებობის შემთხვევაში გადასახადი გრანტის არანაკლებ 50%-ია, ხოლო მაღალმთიანი დასახლებებისთვის – არანაკლებ 25%.
პროგრამის ფარგლებში განისაზღვრა რამდენიმე პრიორიტეტი:
წლევანდელ კონკურსში მონაწილეობა 2020-2022 წლებში პროგრამის გამარჯვებულებით და 2015-2018 წლებში ორმაგი დაფინანსების მქონე ბენეფიციარებით შემოიფარგლება.