გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 მარტამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 26 მარტს 3-5 გრადუსით მოიმატებს.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დედაქალაქში დღის საათებში ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.