18 მარტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის სპორტულ დარბაზში მუნიციპალური სკოლის მოსწავლეებს შორის ფრენბურთის ჩემპიონატი გაიმართა. კონკურსი ახალქალაქის მერის მელქონ მაკარიანის მხარდაჭერით გაიმართა. ინფორმაციას მერია ავრცელებს.
ბიჭებს შორის პირველი ადგილი ასპინძის მუნიციპალიტეტის გუნდმა დაიკავა.
მეორე ადგილი – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გუნდი.
მესამე ადგილი – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გუნდი (სოფლის კუმურდოს საჯარო სკოლა).
გოგონებს შორის პირველი ადგილი ასპინძის მუნიციპალიტეტის გუნდმა, მეორე ადგილი ბორჯომის, ხოლო მესამე ადგილი ნინოწმინდის გუნდმა დაიკავა.
გამარჯვებულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.