მილიარდერი ბიზნესმენი და კრემლის კრიტიკოსი ბილ ბრაუდერი მოუწოდებს ევროკავშირს სანქციები დაუწესოს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელ პირებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა POLITICO ავრცელებს.
ბრაუდერმა სააკაშვილზე საუბრისას აღნიშნა, რომ სწრაფი მოქმედებაა საჭირო, რადგან თუ არაფერი გაკეთდა, ყოფილი პრეზიდენტი მოკვდება.
„მაგნიტსკის სანქციები არ არის რუსეთის სანქციები. ის გლობალურია. თუ გამოვლინდა, რომ ვინმე ადამიანის უფლებების დამრღვევია, ვინმე ჩადის ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას – რაც, ვფიქრობ, სააკაშვილის შემთხვევაში აშკარაა – მაშინ სანქციები უნდა გავრცელდეს“, – აღნიშნა ბრაუდერმა.