საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე, სამოქალაქო სექტორის პროტესტზე „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ, ამ დაპირისპირების ფარგლებში ეროვნულ უმცირესობებზე, რეგიონების პასიურობაზე და ბევრ სხვა თემაზე Jnews-ს  სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელი არნოლდ სტეპანიანი ესაუბრა.

საქართველოში საკანონმდებლო ინიციატივა ამოქმედდა, რომელიც უცხოური დაფინანსების მიმღებ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებში „უცხოური გავლენის აგენტების გამოვლენას“ და მათ გაკონტროლებას, მათთვის უცხოური აგენტების დასახელების მინიჭებას გულისხმობს. ზედიზედ რამდენიმე დღე პარლამენტის შენობასთან ამ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართებოდა, რომელიც ძალის გამოყენებითაც კი დაშალეს. კანონპროექტი უკან გაიწვიეს.

რატომ იმართებოდა საპროტესტო აქციები ძირითადად დიდ ქალაქებში?

– ყველაზე მეტი აქტივობა თბილისში იყო, მაგრამ გამოსვლები შედგა დიდ ქალაქებში: ქუთაისსა და ბათუმში, მაგრამ მასშტაბებს ვერც შეადარებ. ამის რამდენიმე მიზეზია: პირველი, რაც უფრო პოლიტიზირებული მოსახლეობა ცხოვრობს დიდ ქალაქებში, ანუ მუდმივ საინფორმაციო გარემოში იხარშები, აცნობიერებ რა ხდება. მეორე, პოლიტიკური პარტიები უფრო აქტიურად მუშაობენ და შეუძლიათ თავიანთი იდეები მიაწოდონ ხალხს. მესამე – ახალგაზრდობა. ამჯერად აქცენტი ახალგაზრდობასა და სტუდენტებზე გაკეთდა. რაც მთავარია, თავად პოლიტიკური პარტიების აქტივები დიდ ქალაქებშია განთავსებული.

რა როლი შეასრულეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა საპროტესტო აქციებში?

– მეტი არასამთავრობო ორგანიზაციები, მაღალბიუჯეტიან, დიდ ქალაქებში უფრო აქტიურები არიან, რადგან საქართველოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი იქ ცხოვრობს.

მთელი ამ პროცესის შემდეგ რა დასკვნების გამოტანა შეიძლება, როგორ დაიცვას სამოქალაქო საზოგადოებამ თავი, არსებობს კანონპროექტის მიღების საფრთხე?

– საქმე მხოლოდ კანონს არ ეხება. აქ ადამიანები არა კანონს, არამედ პოლიტიკურ აქტს აპროტესტებდნენ, რომელიც ევროპაში ინტეგრაციას შეუშლის ხელს. სხვა მსგავსი კანონის შემთხვევაშიც გამოვიდოდა ხალხი ქუჩაში. ავტომობილის მძღოლების ჯარიმებს რომ ეხებოდეს კანონი, ხალხი ასე არ აღშფოთდებოდა. მთავარია რა გავლენას იქონიებს იგი, სად არის ეს წითელი ხაზი თუ უკუქცევის წერტილი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ვექტორზე, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის.

რამდენად აქტიური იყო ის რეგიონები, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეროვნული უმცირესობები?

– მოსახლეობაზე არ ვიტყოდი, მაგრამ საჯარო, არასამთავრობო სექტორი, რომელიც ქვემო ქართლში მუშაობს, უფრო აქტიური იყო ვიდრე სამცხე-ჯავახეთში. როგორ გამოიხატა ეს საქმიანობა, სხვა საკითხია. ის სხვადასხვა განცხადებების სახით გამოიკვეთა. არ ვიტყოდი, რომ ადგილზე იყო კონკრეტული აქტივობები, ალბათ ეს იმით არის განპირობებული, რომ დრო არ იყო საკმარისი. ზოგადად, დისკუსიები ძალიან მალე დაიწყო და მალე დასრულდა და ფეხის აწყობის დრო აღარ ჰქონდათ.

ჯავახეთში უბრალო მკვიდრის მაგალითით ჩანს, რომ ხალხს არ ესმის რა ხდება…

– ეს ლოგიკურია, რადგან ისინი არ არიან იმ საინფორმაციო სივრცის ნაწილი, რომელშიც ეს დისკუსიები მიმდინარეობდა. და აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მათ არ იციან რა ხდება.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მოსახლეობის ეს ნაწილი უბრალოდ ჯერ კიდევ არ არის სრულად ინტეგრირებული საზოგადოებაში და ცდილობს ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესებისგან თავი შეიკავოს?

– თუ პოლიტიკურ ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, დიახ, ეს სიშორე იგრძნობა და ამის არგუმენტირება რამდენიმენაირად შეიძლება. აქ ხალხის გონებისთვის იბრძვიან, რომლამდე მისასვლელი ერთ-ერთი გზა მედიაა. ჯავახეთი არ არის იმავე საინფორმაციო სფეროში, რომელშიც დანარჩენი საქართველო. ეს აბსოლუტურად გასაგებია. ძირითადად რუსულ, სომხურ არხებს უყურებენ, ქართულიდან ცოტა ადამიანი იღებს ინფორმაციას. მეტიც, თავად ქართულ მედიას არ ადარდებს ამ ინფორმაციის მთელ მოსახლეობამდე მიტანა, რადგან უმცირესობები ქართულად არ საუბრობენ. არც პოლიტიკურ პარტიებს სურთ უმცირესობებთან მუშაობა.

აქციებში მონაწილეობის სურვილის არარსებობას ბევრი იმით ხსნის, რომ მათში ოპოზიცია არის ჩართული და მათთან ერთ ნავში ყოფნა არ სურთ.

– ეს არ სურთ არა მარტო ჯავახეთში ან სხვა რეგიონებში, არამედ თბილისშიც. ოპოზიციის რეიტინგი მაღალი არ არის და ძნელი სათქმელია რატომ. გამოსავლის ძებნაც რთულია. შეცდომები დაშვებულია და გაკვეთილი არ უსწავლიათ. ორმა პოლიტიკურმა ურჩხულმა – „ქართულმა ოცნებამ“ და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” პოლიტიკური სივრცე გაიყეს და ყველა სხვა პოლიტიკური პარტია და ჯერ კიდევ გამოჩენილი ყლორტები გაანადგურეს. ესეც პრობლემაა. პოლარიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციაა საქართველოსადმი. ეს ამ ორ პოლიტიკურ პარტიას შორის მტრობის შეწყვეტას და ხელისუფლების შეცვლას არ ნიშნავს. ამით სხვებსაც მისცემენ შანსს. აგრესიითა და ბრძოლით, ერთმანეთზე ორიენტირებით თავად იკავებენ ამომრჩეველთა უმეტეს ნაწილს. ეს ბრძოლა ორივეს აწყობს.

თუ მოსახლეობა არც ხელისუფლებით და არც ოპოზიციით არ არის კმაყოფილი, რა არჩევანი გვრჩება? გვაქვს ალტერნატივა?

– არასტაბილური დემოკრატიული სისტემის მქონე ქვეყნებში სიურპრიზები და სისტემის რყევა შესაძლებელია, რის შედეგადაც ახალი სახეები, ძალები ჩნდებიან. სტაბილური პოლიტიკური სისტემებით და კარგად მოქმედი დემოკრატიით, ეს ყველაზე ხშირად  თანდათანობით, ნელნელა ხდება. სანამ პოლიტიკური ძალა არ დასტაბილურდება, ის უფრო და უფრო ცნობადი ხდება და ხელისუფლებაში ან კოალიციაში მოდის. ეს შესაძლებელია არა 10 წელიწადში, არამედ სამ თვეში. ძალაუფლებაში მოსვლა შეუძლიათ ძალებს, რომლებსაც ჯერ არ გამოუჩენიათ თავი. ბევრი ადამიანი აკეთებს არჩევანს არა ამა თუ იმ პოლიტიკური პლატფორმის შესახებ ცოდნის დონის მიხედვით, არამედ გარკვეული ემოციით, მაგალითად, ციხის კადრები ან კიდევ სხვა რამ. რა იწვევს ემოციურ აფეთქებას? ზოგიერთი პოლიტიკური პარტია PR-ის მეთოდს იყენებს, ანუ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე აკონცენტრირებენ რაღაც სენსაციურ სიახლეებს, რასაც კომპრომატების ომი ჰქვია, რათა წინასაარჩევნოდ ამოიყვანონ და ამომრჩევლის ემოციების ორიენტირება შეძლონ.

არის თუ არა იმის ალბათობა, რომ ხელისუფლება ხელახლა გაიტანს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონს?

-ერთსა და იმავე რაფზე ორჯერ რომ დააბიჯო, სულელი უნდა იყო. ამ შემთხვევაში, კანონით დასახულ მიზნებზე უარი არ უთქვამთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ფორმით შემოიღონ. დიდი ალბათობით, სხვადასხვა კანონებით მომენტებს დაარღვევენ და ნელ-ნელა შეძლებენ მის ინტეგრირებას კანონმდებლობაში. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის თვალსაზრისით, მე პრობლემებს ვერ ვხედავ. ჩვენ ისედაც გამჭვირვალეები ვართ, დეკლარირებას ვუკეთებთ და ა.შ. არასამთავრობო ორგანიზაციების აგენტად მოხსენიების გაუქმებას გეგმავდნენ, მაგრამ მათი სურვილი, უფრო მკაცრი მიდგომებით გააკონტროლონ არასამთავრობოები, მისასალმებელი არ არის. ეს გზა რუსეთმა გაიარა და ვნახეთ როგორ დასრულდა ტოველივე სამოქალაქო სექტორისთვის. სად მიგვიყვანს იგი ადრე თუ გვიან? სიტუაცია საბოლოოდ რუსეთში ხელისუფლებას შეცვლის, რადგან როდესაც ზამბარა შეკუმშულია და მეტი ადგილი აღარ რჩება, ის უბრალოდ იშლება. რუსეთი ჯერ არ არის ბოლომდე შეკუმშული, თუმცა იქ თავისუფლად სუნთქვა ვერ მოახერხეს და ჩვენ, ჟანგბადს, თავისუფლებას მიჩვეულებმა ლაღად ჩავისუნთქეთ. ასეა თუ ისე რთულად თუ მარტივად, ეს ჟანგბადი 20 წელია გვაქვს, და ძნელია ჩვენი გასულელება.