16 მარტს 16:00 საათზე ახალქალაქში საინფორმაციო შეხვედრა “აუტიზმისა და ბავშვთა განვითარებაში სხვა პრობლემებს” შეეხება.
ტრენინგს კოალიცია “ადრეული განვითარების” ხელმძღვანელი რუსუდან ბოჭორიშვილი უხელმძღვანელებს. მონაწილეობის მიღება და კითხვების დასმა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
შეხვედრა SEREC-ის ოფისში ქალაქ ახალქალაქში, ქ. ჭავჭავაძის 11/1-ში გაიმართება. კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 574-20-97-44.