“ახალგაზრდული მეწარმეობა პროვინციული რაიონების განვითარებისთვის” (RDYE) 42-თვიანი (2021-2025) პროექტი შეიქმნა, რომელიც MERCY CORPS-ის ოფისის, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC), ლიბერთი ბანკის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
პროგრამა მათთვის არის განკუთვნილი, ვინც მეწარმეობით არის დაინტერესებული, ბიზნეს-იდეა აქვს ან არსებული ბიზნესის გაფართოება სურს. ისინი ორდღიან საბაზისო მეწარმეობის ტრენინგში მიიღებენ მონაწილეობას.
პროგრამის მიზანი 18-35 წლის ახალგაზრდების სამეწარმეო უნარებისა და ცოდნის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესში მათი მხარდაჭერა, ფინანსური ჩართულობა და საბაზრო კავშირების ხელშეწყობაა.
მომდევნო ტურში გადამსვლელი 175 ახალგაზრდა (შერჩეული მათი ბიზნეს იდეების მიხედვით) 7-დღიან ინტენსიურ ბიზნეს ტრენინგში (BET) მიიღებს მონაწილეობას, სადაც თავიანთ ბიზნეს გეგმებს დახვეწენ და საბოლოო ტურში 50 საუკეთესო იდეას დააფინანსებენ.
პროგრამა საქართველოს 4 რეგიონში განხორციელდება:
1. სამცხე-ჯავახეთი: ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა.
2. ქვემო ქართლი: რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა.
3. მცხეთა-მთიანეთი: მცხეთა, დუშეთი, თიანეთი
4. შიდა ქართლი: გორი, ქარელი, კასპი
რეგისტრაციის ბოლო ვადა 12 მარტია.