საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციები კიევის მაიდანს მოგვაგონებს და ევროკავშირის მხრიდან შეფასებები, აშკარად თვალთმაქცურია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ძალიან ჰგავს კიევის მაიდანს. ეჭვგარეშეა, რომ კანონი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას მთელი ბიუჯეტის 20%-ის ოდენობით, მხოლოდ საბაბი იყო იმისთვის, რომ დაწყებულიყო, ზოგადად, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა“, – აღნიშნა ლავროვმა.