ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან აქცია სახელწოდებით “არა რუსულ კანონს!” – გაიმართა. აქციას მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ.

თითოეულმა მათგანმა დაგმო “უცხოური გავლენის აგენტობის” კანონი და მკაფიოდ აღნიშნა, რომ მათ არ სურთ რუსული გავლენის ქვეშ ცხოვრება და საქართველოს ერთადერთი არჩევანი ევროპაა.

აქციის მიმდინარეობისას გაჟღერდა საქართველოს, ევროკავშირის და უკრაინის ჰიმნი.

Tv9news.ge