28 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით ვილნიუსში, ლიტვაში, დენ პოზნიაკის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრივის მე-18 საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. პირველი ადგილები საქართველოს წარმომადგენლებმა, ჯავახმა მოკრივეებმა, გორ აივაზიანმა და სამველ ღაზარიანმა დაიკავეს.
ტურნირს სხვადასხვა წონით კატეგორიაში 13 ქვეყნის სპორტსმენი ესწრებოდა.
54 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გორ აივაზიანი გახდა, 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი სამველ ღაზარიანი. ორივე მოკრივე საქართველოს მოკრივეთა ნაკრების შემადგენლობაშია.
სამველ ღაზარიანის მწვრთნელი ვენეტიკ ღაზარიანია, გორ აივაზიანის კი გაგიკ ელიზბარიანი.
საერთაშორისო ტურნირი ევროპის ჩემპიონატამდე გაიმართა, რომელიც აპრილში ერევანში იგეგმება.
გორ აივაზიანი კრივში საქართველოს ჩემპიონია
სამველ ღაზარიანი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალში