ტაბაწყურის ტბასთან მაშველებმა ერთი გარდაცვლილი იპოვეს. ეს ინფორმაცია JNEWS-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. სამაშველო სამუშაოები გუშინ, 4 მარტს დაიწყეს, დაკარგულ ტურისტს ეძებოდნენ ასევე ჯავახეთში, სამსარის მთებში.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ტურისტია.

თვითმხილველების თქმით, ტურისტი დაახლოებით 40 წლის იყო, ჩეხეთიდან. როცა დაეცა და ხერხემალი დაიზიანა, დაურეკა თავის ჯგუფს და შეატყობინა ტრავმის შესახებ, რის შემდეგაც მას აღარ დაუკავშირებიათ. ჯერ მისი სათვალე და თხილამურები იპოვეს, მერე თვითონ, მაგრამ უკვე მკვდარი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო.