JNEWS-ი იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს მთავარ ექიმს ივანე ჩხაიძე COVID-19-ის შესახებ ესაუბრა: შეიძლება თუ არა ის გავლილ პერიოდად ჩაითვალოს, როგორ იმოქმედა მან სეზონურ ვირუსულ დაავადებებზე, რა ვირუსია ახლა გავრცელებული საქართველოში და სხვ.

შეიძლება მივიჩნიოთ, რომ კოვიდ-19 უკვე გავლილი ეტაპია?

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებას ყველა ელოდება, თუმცა იგი უბრალოდ არ ჩქარობს. მიზეზი? – წლის ბოლოს (2022) ჩინეთში ინფექციების რაოდენობის ზრდა, 2022 წლის ნოემბერში ინფიცირებულთა რიცხვმა ერთ დღეში 1 მილიონს მიაღწია. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ომიკრონის ახალი, ქვევარიანტის, ე.წ. XBB1.5-ის გაჩენაა. იგი ყველაზე სწრაფი გავტცელებით ხასიათდება. კორონავირუსის პანდემიის დასასრული ამ ორ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგრამ ინფიცირებულთა რაოდენობა არ იკლებს, თუმცა სიკვდილიანობა მინიმალურ დონეზეა, რაც ძალიან დადებითი ფაქტორია. ბოლო მუტაცია, რომელმაც არა მხოლოდ ავადმყოფობის ზრდაზე, არამედ სიკვდილიანობაზეც იმოქმედა, 2021 წლის 26 ნოემბერს დაფიქსირდა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კორონავირუსმა თავისი შესაძლებლობები სერიოზული და მძიმე ინფექციების კუთხით ამოწურა. რამდენიმე თვეში ჯანდაცვა კვლავ გადახედავს თავის შეფასებას და 2023 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიის დასასრულს გამოაცხადებს.

რამ იმოქმედა კოვიდ-19-ზე?

აცრილებისა და კოვიდ-19-ით დაავადებულთა რაოდენობა 80%-90%-ია, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობას გარკვეული იმუნიტეტი უკვე აქვს. საქართველოში ეს იმუნიტეტი, პირველ რიგში, ინფიცირებულთა სიმრავლით შეიქმნა. რამდენიმე ადამიანმა ვაქცინაციის სრული, 3-4 დოზა მიიღო, რადგან საქართველოში  ომიკრონის, ვაქცინაციის ორი დოზა საკმარისი არ არის. საქართველოში 1 300 000 ადამიანმა მიიღო ორი დოზა, დაახლოებით 300 000-მა – სამი დოზა. ერთად ეს ადამიანთა იმ გარკვეულ რაოდენობას გვაძლევს, რომლებსაც ბუნებრივი ან ვაქცინაციის შემდეგ ხელოვნური იმუნიტეტი აქვთ.

თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდ პანდემიის დასრულებას გამოაცხადებს, ეს ნიშნავს რომ ვირუსი კაცობრიობას აღარ ემუქრება?

არა, ვირუსი არ გაქრება და ეს არის ყველაზე ცუდი. კორონავირუსი არსად წასულა. იმ მონაცემებით, რაც ახლა გვაქვს, პირიქით, ბოლო კვირებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი პროცენტულად გაიზარდა, თუმცა გრიპით ინფიცირებულები მეტნი არიან. იანვრის დასაწყისში გრიპის ვირუსი უფრო ცირკულირებდა, ახლა კი კორონავირუსის რაოდენობამ მოიმატა.

კოვიდ-19-ის გაჩენის შემდეგ სეზონურმა ვირუსებმა მოქმედების სახე შეცვალეს. ამას როგორ ახსნით?

როდესაც ვირუსული ინფექციების სეზონურობაზე ვსაუბრობთ, რესპირატორულ ვირუსებზე ყოველთვის გვაქვს ეჭვი, იქნება ეს გრიპი, ადენოვირუსი თუ სხვა. საქართველოში იგი ნოემბრიდან გაზაფხულის დასაწყისამდე გრძელდება და მარტის ბოლოს სრულდება. კორონავირუსმა ეს სურათი სრულიად შეცვალა და 2020-2021 წლებში მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, გრიპის შემთხვევა პრაქტიკულად არ ფიქსირდებოდა.  როდესაც კარანტინებს, იზოლაციის ზომებს ვაცხადებთ, ნიღბებს ვიკეთებთ, სისტემატურად ვიბანთ ხელებს, გრიპის ვირუსის წინააღმდეგაც ვმოქმედებთ. იგი ორი წლის განმავლობაში არ ჩანდა, 2022 წლიდან შეზღუდვები შემსუბუქდა, ნიღბები მოვიხსენით და გრიპის შემთხვევებიც დაფიქსირდა. მთელ მსოფლიოში პარადოქსული ვითარებაა. გრიპით ინფიცირებულთა რიცხვი ზამთრისა და შემოდგომის გარდა, ზაფხულშიც იზრდება. ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა. 2022 წლის მაის-ივნისში გრიპის ძალიან ძლიერი ტალღა გვქონდა. მაგრამ შემოდგომიდან ყველაფერი დარეგულირდა. კოვიდ-19-მა ორ წელიწადში ვირუსული ინფექციების რაოდენობა და სურათი შეცვალა, მაგრამ 2022 წლიდან ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს.

ინფექციური დაავადებების პიკი ყოველთვის შეინიშნება, ხომ ასეა?

2022 წლის პიკი თებერვალში, შემდეგ მაის-ივნისში დაფიქსირდა, ტანღა იყო ოქტომბრის ბოლოსაც. სამი პიკი რესპირატორულ ინფექციებს არ ახასიათებს. ასე მოხდა არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ვიმედოვნებთ, რომ ეს ბოლო წელია, როცა სერიოზული ინფექციების ისტორიაში ადეთი სურათი გვაქვს.

რომელი ვირუსები ვრცელდება ამჟამად საქართველოში?

ეს მხოლოდ თეორიული კითხვა, არამედ ექიმებისთვისაც ახალი ინფორმაციაა, რადგან სხვადასხვა ვირუსებს განსხვავებულად მკურნალობენ. საბედნიეროდ, გვაქვს შესაძლებლობა კორონავირუსსა და გრიპს სპეციალური ანტივირუსული საშუალებებით ვუმკურნალოთ. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის უახლეს მონაცემები მიუთითებს, რომ დადასტურებული შემთხვევების ლაბორატორიული კვლევების პროცენტულ მაჩვენებელში ყველაზე ხშირი კორონავირუსია, დაახლოებით 38%, მეორე ადგილზეა გრიპი – 20%. ამ 20%-დან უფრო ხშირად პანდემიური გრიპი ან H1N1 ვლინდება. ჩვენთან ახლა ძირითადად  კორონავირუსი და გრიპის ვირუსი ცირკულირებს, კერძოდ გრიპი A, მესამე ადგილზეა რინოვირუსი და რესპირატორული ვირუსები. თუ მიზეზი კორონავირუსია, პაციენტებს სპეციალური პრეპარატით BAKSOVIT-ით ვმკურნალობთ, რომელიც გართულებების თავიდან აცილებას უწყობს ხელს. თუ ინფიცირებული პაციენტი ბაქსოვიტს 5 დღის განმავლობაში მიიღებს, პირველივე დღიდან იგი სერიოზული გართულებების განვითარების რისკს 89%-ით შეამცირებს, ხოლო თუ პირი გრიპის ვირუსით არის ინფიცირებული, მაშინ პრეპარატ ANTIFLU-ს ვიყენებთ. ვირუსის სპეციფიკიდან გამომდინარე ექიმმა შეიძლება კონკრეტული მკურნალობა დანიშნოს.

როგორ შეაფასებდით დღეს საქართველოში ვირუსულ მდგომარეობას?

ბოლო ორი-სამი თვის მონაცემებს თუ გადავხედავთ, აშკარად ჩანს, რომ რესპირატორული ვირუსით ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა წლის 46-ე კვირას, ანუ ნოემბრის ბოლო დაფიქსირდა და ინფიცირების პიკიც მას დაემთხვა. ამის შემდეგ გრიპის ან მსგავსი დაავადებების შემთხვევები მცირდება. ინფიცირების პიკი აღარ გვაქვს, მარტში უმნიშვნელო მატებას ველოდებით, მაგრამ რაც მთავარია, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რესპირატორული ინფექციების პიკი აღარ იქნება.

– როგორ ვლინდება ვირუსები ბავშვებში?

ვიცით, რომ ცირკულირებადი გრიპი და კორონავირუსი ბავშვებში განსხვავებულად ვლინდება.ბავშვები ძირითადად გრიპის რისკის ქვეშ არიან, ხოლო კორონავირუსი უმეტესად მოზარდებში, 65 წელზე უფროსებსა და ორსულ ქალებში ვლინდება.

როგორ დაიცვან მშობლებმა შვილები გრიპისგან?

ვაქცინაცია შესანიშნავი საშუალებაა. კორონავირუსზე აცრას 5 წლამდე ასაკის ბავშვებს არ ვუკეთებთ. მინდა მშობლებს შევახსენო, რომ ოქტომბრიდან რეკომენდაციას ბავშვებისთვის გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას გაუწევენ. ამ ასაკობრივ ჯგუფში 2 წლამდე ასაკის ბავშვებიც შედიან. არ გაგზავნოთ ბავშვები დახურულ სივრცეში, დღესასწაულებზე. ზამთარში დახურულ შენობაში ვრცელდება ინფექციები, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი ამას ყურადღებას არ აქცევს. ბავშვებს ხელების ხშირად დაბანა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება უნდა ვასწავლოთ.