ახალქალაქში ბოლო ერთი თვის განმავლობაში კორონავირუსის 3 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი სირანუშ ტონაკანიანი ავრცელებს.
თებერვალში 56 ტესტი ჩატარდა. ტონაკანიანის თქმით, რეგულარულ ტესტირებას ადამიანები მხოლოდ თავიანთი სურვილით, სიმპტომების გამო მიმართავენ. თუმცა მუნიციპალიტეტში დაავადება საკმაოდ გავრცელებულია.
ვირუსი ვრცელდება, მაგრამ ვინაიდან სიკვდილიანობა და ჰოსპიტალიზაცია არ შეინიშნება, ხალხი მას უკვე ჩვეულებრივ, სეზონურ ვირუსად აღიქვამს.