თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 41 000 გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში 35 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თურქეთის საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება 13 000-ზე მეტი მოქალაქე. როგორც თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, სამაშველო-სამძებრო სამუშაოები სტიქიური უბედურების ზონაში გაგრძელდება, ვიდრე ნანგრევებში ადამიანები რჩებიან.
სირიაში დაღუპულთა რიცხვი 6 000-ს მიუახლოვდა. მონაცემს „როიტერი“ სირიის ადგილობრივ მედიაზე და გაერო-ს ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს. გაერო-ს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად სირიაში ცხრა მილიონი ადამიანი დაზარალდა.
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა.