თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18 342-მდე გაიზარდა.

ქვეყნის საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია 74 242 ადამიანი.

მედიის ცნობით, თურქეთის სამხრეთ რეგიონებიდან, სტიქიის ზონიდან 75 780 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა.

ამასთან, სამძებრო სამაშველო ღონისძიებებში 121 000 ადამიანი მონაწილეობს.

6 თებერვალს თურქეთში ძლიერ მიწისძვრას 1 509 განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.