9 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, მიასნიკიანში, სულდასა და დადეშში იმ  პრიორიტეტულ სამუშაოებთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართა, რომელიც პროგრამის „სოფლის მხარდაჭერის“ ფარგლებში განხორციელდება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში 30 იანვრიდან 14 თებერვლის ჩათვლით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ შეხვედრები იმართება. Jnews-ი მას მიასნიკიანში, სულდასა და დადეშში დაესწრო, რადგან მოსახლეობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიღებული თანხით სასურველი სამუშაო აირჩია.

სამივე სოფელში შეხვედრები ქუჩაში იმართებოდა.

სოფელ მიასნიკიანს პროგრამით 10 000 ლარი აქვს და ორი პრიორიტეტული საკითხი გამოიყო: რიტუალური სახლის აშენება და სასმელი წყლისთვის ახალი წყაროდან ახალი ხაზის დამატება.

„სოფელს არ აქვს წყალი, გაზი, სარიტუალო სახლი, დაკრძალვის ადგილი, რის გამოც ხალხი ემიგრაციაში მიდის“, – განმარტავს ამბარიან სერჟიკი.

ზოგიერთი აუზამდე 500 მ სიგრძის ახალი წყლის მილის აშენების მომხრე იყი. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ორივე საკითხი სოფლისთვის მნიშვნელოვანია. იმის გამო, რომ სოფელში სასმელი წყალი არ არის, მილები გაყინულია, მოსახლეობა წყალს მეზობელი სოფლებიდან იღებს, გამდნარ წყალს კი პირუტყვისთვის იყენებენ.

თუ რიტუალური სახლის მშენებლობის გასაგრძელებლად სპონსორს იპოვიან, მას აირჩევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროგრამის თანხა სასმელი წყლის ხაზის მშენებლობისთვის გამოიყოფა, რადგან გამოყოფილი თანხა მხოლოდ სარიტუალო სახლის საძირკვლისთვის არის საკმარისი.

sulda

სოფელ სულდაში შეხვედრა, რომელიც მთავარ ქუჩაზე გაიმართა, ძალიან ემოციურად წარიმართა: სოფლის თითოეული რაიონის მცხოვრებლებმა ის პრობლემა წამოაყენეს, რომელიც მხოლოდ მათთვის არის აქტუალური. ირკვევა, რომ სოფლის თითოეულ ნაწილს თავისი პრობლემა აქვს და მოსახლეობამ ისურვა, პროგრამის თანხა სოფლის რაიონებში გადანაწილდეს. გეგმის მიხედვით სოფელ სულდას 16 000 ლარი გადაეცა, თითოეულ რაიონს – 3 000 ლარი.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ოდენობა 16 000 ლარია, გადასახადებს თუ გამოვაკლებთ 12 000 ლარი რჩება და სოფლის თითო ნაწილი 3 000 ლარს მიიღებს და მას სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენებს, წყალმომარაგების ხაზი შეკეთდება და პირუტყვისთვის განკუთვნილი წყალსაცავი გარემონტდება“, – აცხადებს სოფელ სულდას სპეციალისტი ზარზანდ კუჯოიანი.

სოფელ დადეშში გადაწყვიტეს 16 000 ლარი სოფლის განათებისთვის დახარჯონ. მართალია სოფელ დადეშს ბევრი პრობლემა აქვს: გაზი, წყალი, მაგრამ თანხას ამ პრობლემების გადასაჭრელად ვერ გამოიყენებენ. მოსახლეობას სურს, სოფელში უკვე არსებულ ბოძებზე ლამპიონები დაამონტაჟონ, რათა მთელი სოფელი განათდეს.

dadesh