ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 15 000-ს გადააჭარბა. აქედან მხოლოდ თურქეთში დაღუპულია 12 391 ადამიანი. დაშავებულია 63 000-მდე პირი. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
მაშველებმა ქალაქ გაზიანთეფში მიწისძვრიდან 62 საათის შემდეგ კიდევ ორი ქალის გადარჩენა შეძლეს.
რაც შეეხება სირიას, აქ მსხვერპლის რიცხვი 2 992 ადამიანს შეადგენს. მათგან 1 730 მეამბოხე ძალების მიერ კონტროლირებად რაიონში დაიღუპა, სადაც არასამთავრობო ჰუმანიტარული ჯგუფის, „თეთრი ჩაფხუტების“ განცხადებით, დასახმარებლად სამაშველო ჯგუფებიდან ამ დრომდე არავინ მისულა და მათ საკუთარი ძალებით უწევთ სტიქიის შედეგებთან გამკლავება. 1262 ადამიანია დაღუპული ბაშარ ასადის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.