ახალქალაქში დაკეტილი გზების სეზონი დაიწყო: რამდენიმე დღეა უწყვეტად თოვს, თუმცა გზების ჩაკეტვის ან ნაწილობრივი ჩაკეტვის ძირითადი მიზეზი ძლიერი ქარია.
მერიის ინფორმაციით, გაწმენდით სამუშაოებს სოფელ ხავეთის მიმართულებით ატარებენ, რადგან ამ გზაზე ერთი ზოლი ღიაა და მანქანები, რომლებიც ერთმანეთს გზას უთმობენ, თოვლში ეფლობიან. სხვა მიმართულებით გზები ღიაა, თუმცა მიმოსვლა გაძნელებულია.