სომხური წარმოშობის მომღერალი ირუ ხეჩანოვა მუსიკალური პროექტის “The Voice” ფინალშია. 2 თებერვალს გამარჯვებული მონაწილის სახელი გახდება ცნობილი და იგი საქართველოს ევროვიზიაზე წარადგენს.
სომეხი ირა ხეჩანოვა 22 წლისაა. თბილისის კონსერვატორიის მუსიკალური კომპოზიციის ფაკულტეტი დაამთავრა, სადაც მუსიკის წერა, რედაქტირება და შექმნა შეისწავლა. ახლა მაგისტრატურაზე კავკასიის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის კათედრაში სწავლობს.
პირველი ნაბიჯები მუსიკაში 8 წლის ასაკში გადადგა.
ირუმ პროგრამა “ანაბანაში” მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა, შემდეგ კი მუსიკალურ სფეროში ინტენსიური მოღვაწეობა დაიწყო: მონაწილეობა მიიღო საბავშვო ევროვიზიაში, საერთაშორისო კონკურსებში, ახლა კი “The Voice”-ის მონაწილეა.
„კონკურსისას სხვადასხვა ჟანრის სიმღერები შევასრულე და მჯერა, ყველა ეს სირთულე ღირსეულად გადავლახე. ყველაფერთან ერთად, ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს: უნივერსიტეტის გამოცდები, სხვადასხვა მუსიკალური პროექტი. სამომავლოდ შოუბიზნესში საკუთარი თავის ახლებურად წარდგენასა და სიმღერას ვგეგმავ“, – განმარტა მომღერალმა ირუ ხეჩანოვამ Jnews-სთან საუბარში.
გმირი საკუთარი სიმღერების ალბომის გამოშვებას გეგმავს, რომელსაც გუნდთან და კომპოზიტორ გიგა კუხიაძესთან ერთად შექმნის. საავტორო სიმღერების მსმენლისთვის გაზიარებას მოუთმენლად ელის.
„ „The Voice“ ცხოვრების ამ ეტაპზე ძალიან კარგი გამოცდილებაა. მსურს ამ პროექტში წარმატებას მივაღწიო და ეს უკანასკნელი ბარიერი გადავლახო. დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებ. თუ ამ კონკურსში გავიმარჯვებ, საქართველოს ევროვიზიაზე პატივით წარვადგენ და წამყვან პოზიციას დავიკავებ“, – ირწმუნება სომეხი მომღერალი.
ირუ ხეჩანოვა ჯავახეთის სომხებს ამ პერიოდში მის გვერდით ყოფნისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და მოუწოდებს ასეთივე აქტიურობით გააგრძელონ მისთვის ხმის მიცემა.
თბილისელი სომეხი ირუ ხეჩანოვა კონკურსის “The Voice”-ის ფინალში გავიდა. 2 თებერვალს გამარჯვებულის ვინაობა გახდება ცნობილი და იგი საქართველოს ევროვიზიაზე წარადგენს. ნომერზე – 0903300333 (ზარი უფასოა) – დარეკვის შეძლებთ ხმის მიცემას.
ჟანა ჩოკანდარიანი