27 იანვარს “საქართველოს ახალგაზრდული კავშირის” წევრებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ პიკეტი გამართეს და საქართველოში მოქმედი მთავარი საინფორმაციო სააგენტოების დუმილი გააპროტესტეს.
26 დეკემბერს, “რაფის” სტუდენტური გაერთიანების წევრებმა საქართველოში მოქმედ 20 მთავარ მედიასაშუალებას არცახის შესახებ ისტორიული წიგნები გადასცეს, რომელსაც თან ერთვოდა გაეროს ათობით წარმომადგენლისა და სხვა წამყვანი ქვეყნების პასუხი აზერბაიჯანს, ღია წერილი საქართველოს სომხური სათვისტომოსგან, რომელიც აზერბაიჯანის ქმედებების შესახებ ინფორმაციას შეიცავს – 120 000 ადამიანი არცახში ბლოკადაშია.
პიკეტი პირველი საზოგადოებრივი არხის შენობის წინ გაიმართა, რომელსაც რამილია ალიევა ხელმძღვანელობით სომხური ენის განყოფილებაც აქვს. პიკეტის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები, რომლებიც არცახის ბლოკადას, საკვებისა და მედიკამენტების ნაკლებობას და საზოგადოების სიჩუმეს ეხებოდა.
“რაფის” სტუდენტური კავშირის მმართველობის თავმჯდომარემ ვრეჟ ჰარუთუნიანმა Jnews-თან ინტერვიუში განაცხადა:
„ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი პიკეტი მედიაზე გავლენას მოახდენს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. სამომავლოდ, საჭიროებისამებრ, სხვადასხვა ღონისძიებებსაც გავმართავთ. პროტესტის მთავარი მიზეზი, რამდენიმე საინფორმაციო მაუწყებლის გამოკლებით, ქვეყნის მთავარი მედიის სიჩუმე და საზოგადოებისთვის არასრული ინფორმაციის მიწოდებაა“.
რამდენიმე დღის წინ სომეხმა ახალგაზრდებმა თბილისის სხვადასხვა ხიდზე არცახის ბლოკადასთან დაკავშირებული პლაკატები გამოაკრეს და საზოგადოების ყურადღება მიიპყრეს.