სოციალურ ქსელებში, კერძოდ ფეისბუქზე ვირუსი ვრცელება: როდესაც გახსნით და ლოგინს (ელ.ფოსტასა და პაროლს) მიუთითებთ ვირუსს მიიღებთ.
თუ საეჭვო შინაარსის ტექსტი მიიღეთ ან ვინმემ მსგავსს პოსტსზე მოგნიშნა: “თქვენს გვერდზე დარღვევები გამოვლინდა. ჩვენ კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და Meta მომსახურების პირობებს ყოველთვის ვაახლებთ, ამიტომ თქვენს გვერდს დროებით დავბლოკავთ, რადგან შეგვატყობინეს, რომ ჩვენი მომსახურების პირობები დაარღვიეთ: სხვისი სახელი/ფოტო გამოიყენეთ, გააზიარეთ შეუსაბამო კონტენტი, შეურაცჰხყავით სხვა მომხმარებელი...”, – მაშინ ბმულზე არ გადახვიდეთ და თქვენი მონაცემები არ შეიყვანოთ.
“მსგავს ვებგვერდებს ახლა სომხური გვერდები ავრცელებენ და საშინელ რაღაცებს წერენ, ამიტომ შემთხვევითაც არ გახსნათ და არ შეავსებთ თქვენი მონაცემები. ეს ე.წ. ჰაკერული თავდასხმაა”, – წერს სომხეთში ცნობილი ციფრული უსაფრთხოებისა და ახალი მედიის ექსპერტი სამველ მარტიროსიანი. მისი თქმით, თუ უკვე შეავსეთ მონაცემები, ფეისბუქის Help Center-ში უნდა შეხვიდეთ, გახსნათ სპორი და ეკრანის ფოტო გაგზავნოთ.
ამავე შინაარსის ტექსტზე ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის Jnews.ge-ს სომხური გვერდიც მონიშნეს. თუმცა მონაცემები არ შევიყვანეთ, რადგან ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. ამიტომ უბრალოდ ამ პუბლიკაციიდან მონიშნვნა მოვხსენით.