საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის – მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო.

ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობისათვის მისი, როგორც მსახიობის, სახელი დაკავშირებულია არაერთ საყვარელ პერსონაჟთან, რომლებმაც დროს გაუძლო და კიდევ დიდხანს გაახარებს მაყურებელს.

თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.

მომღერალი, კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.