კორონავირუსის ახალი ქვეტიპი “კრაკენი” ძალიან სწრაფად ვრცელდება. თბილისში “კრაკენით” ინფიცირების შემთხვევები უკვე დადასტურდა. ახალი წლიდან ახალქალაქში კორონავირუსის შემთხვევები არ გამოვლენილა, თუმცა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები ძალიან ხშირია.
რინოვირუსი ან ადენოვირუსი ყველაზე გავრცელებული მწვავე რესპირატორული ინფექციებია.
„კორონოვირუსის შემთხვევები არ გვაქვს, მაგრამ მოსახლეობის უმეტესობა ავადაა. სიმპტომები იგივეა: მაღალი სიცხე, ტკივილი სხეულში და ა.შ.“ – განმარტავს სირანუშ ტონაკანიანი, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი.
ტონაკიანი გვახსენებს, რომ კორონავირუსის ქვეტიპი “კრაკენის” ახლა ძალიან გავრცელებულია, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ.
„თუ ერთ ადამიანს “კრაკენი” შეხვდება და ხალხმრავალ ადგილს გავა, შეუძლია ყველა დააინფიციროს, რადგან ის ძალიან სწრაფად ვრცელდება. ახალქალაქში “კრაკენით” ინფიცირების შემთხვევები ჯერ არ დაფიქსირებულა“, – აცხადებს ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი.
სპეციალისტი ინფექციებთან ბრძოლისთვის ნიღბის ტარებას, ყოველ ჯერზე სახის დაბანას და ანტივირუსული საშუალებების გამოყენებას გვირჩევს.