ორ წელიწადში სოფელ პტენიდან ჩუნჩხამდე მიმავალ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. თავდაპირველად, ბეტონის გზისთვის 1 051 420 ლარი დაიხარჯა.
გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი 2022 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა, განცხადების მიღება კი 20 იანვარს დასრულდება. ჯამური თანხა, რომლითაც გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, 1 051 420 ლარია. პროექტი მრავალწლიანია და 2023 წელს დაიწყება. პირველ ეტაპზე 436 000 ლარი დაიხარჯება, რომლიდანაც 414 200 ლარი რეგიონულ ფონდს, 21 800 ლარი კი ადგილობრივ ბიუჯეტს ეკუთვნის. პროექტი 2024 წელს გაგრძელდება და 615 420 ლარი დაიხარჯება.
მომწოდებელმა კომპანიამ მუშაობა 2023 წელს კლიმატური პირობების გაუმჯობესების შემდეგ უნდა დაიწყოს. მონაწილეს უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოს შესრულების გამოცდილება. პროექტს “New Road Project”-ი ახორციელებს. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 1 743 მეტრია. გზის ბეტონის საფარი 16 სმ სისქის უნდა იყოს, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, ზოლები, იზრუნებენ საბავშვო ბაღის ტროტუარზეც, საცალფეხო გადასასვლელებზე, სადაც სიჩქარის მარეგულირებლებია დამონტაჟებული.