სომხეთის რესპუბლიკის საქართველოში ახლადდანიშნული ელჩი აშოტ სმბატიანი პირველი გაცნობითი ვიზიტით ჯავახეთში იმყოფებოდა. JNEWS-ი ელჩს სამცე-ჯავახეთის რეგიონში ვიზიტის, შთაბეჭდილებებისა და მომავალი საქმიანობის შესახებ ესაუბრა.

– ბატონო სმბატიან, თქვენი პირველი ოფიციალური ვიზიტი ჯავახეთში ელჩის სახით დეკემბრის შუა რიცხვებში შედგა, როგორი შთაბეჭდილებები დაგრჩათ? გამართლდა თქვენი მოლოდინი?

– პირველი შთაბეჭდილებები ძალიან დადებითი იყო. ბუნებრივია, ვიზიტამდე მოვემზადე, შევისწავლე საკითხები და მთლიანად რეგიონიც კი. საბოლოო ჯამში დადებითად დავიმუხტე.

ბუნებრივია პირველად სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს შევხვდი. სამუშაო ატმოსფერო ძალიან თბილ გამოდგა. იგი ორი თვის წინ გავიცანი, თბილისსა და ნინოწმინდაში შევხვდი. შეხვედრები ინფორმაციული სახის იყო და რამდენიმე საკითხიც განვიხილეთ. საკრებულოს თავმჯდომარე, მერი და მათი მოადგილეებიც გვესწრებოდნენ. ახალციხის გარდა ახალქალაქი, ნინოწმინდა და ორი სოფელი, კარწახი და განძა, მოვინახულე, რადგან მათ განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობა აქვთ.

საერთო სურათი დადებითია – ორ ხალხს შორის დიდი ნდობა და თბილი, ღრმა ისტორიული და კულტურული ურთიერთობებია. ახალი თაობა კი სწორედ ამ ტრადიციებს მისდევს.

გვსურს ჩვენმა ძვირფასმა თანამემამულეებმა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები გაამტკიცონ, რადგან ისინი ორ ქვეყანას შორის გადებულ ხიდს წარმოადგენენ.

– საინტერესო აზრი გამოთქვით, რადგან სომხეთსა და საქართველოს საერთო კავშირები აკლიათ. ამ იდეის გასავითარებლად რა კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო?

– უპირველეს ყოვლისა, საელჩომ თბილისთან ცენტრალიზებულად უნდა ითანამშრომლოს. როდესაც თბილისზე ვსაუბრობ, საქართველოს ხელისუფლებას და განათლებას, კულტურას, საზოგადოებათშორისო თუ ეკლესიათშორის ურთიერთობებს ვგულისხმობთ. აქტიური მუშაობა ყველგან აუცილებელია.

– რა როლს შეასრულებენ ჯავახეთის სომხები ამ საქმეში?

– მსურს ჯავახეთის სომხები, ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები, ამ ორი კულტურის წარმომადგენლები იყვნენ. საჭიროა თავისუფლად ვფლობდეთ ამ ორ ენას, რადგან ენა კავშირია და ეს მათ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს – ბავშვობიდან დაეუფლონ ამ ენებს, მიიღონ განათლება და კულტურას ადრეული ასაკიდან გაეცნონ.

ფაქტობრივად, ისინი იზრუნებენ სომხების იმიჯზე, რაც ქართველებისთვის სომხეთთან სასკოლო თანამშრომლობიდან საუნივერსიტეტო ანსამბლებამდე ახალ კარებს გახსნის. ოჯახებს შორის ინტერსოციალური, პირდაპირი ურთიერთობების განვითარება ერთმანეთის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას გვაძლევს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მრავალსაუკუნოვანი წარსული, კულტურა, საბჭოთა კავშირის 70 წელი და 30-წლიანი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები გვაკავშირებს. ეს 30 წელი არა მხოლოდ ჩვენთვის, საქართველოსთვისაც ძნელი გამოდგა. ბევრი დაბრკოლება გადავლახეთ და ახლა დროა ერთობლივ აქტივობებზე ვიფიქროთ.

– რა პოლიტიკური მოლოდინები შეიძლება ჰქონდეთ ჯავახეთის სომხებს თქვენგან?

– დარწმუნებული ვარ კვლავ ვეწვევი ჯავახეთს და ვეცდები ჩემი ვიზიტები მთავარ კულტურულ თუ საიუბილეო ღონისძიებებს დავუკავშირო. ვიყავი ტერიანის და ჯივანის სახლ-მუზეუმებში, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ვფიქრობ, ამ ექსკლუზიურ სიმბოლოებსაც გამაერთიანებელი მნიშვნელობა აქვს. მომავალ წელს არამ ხაჩატრიანის 130 წლისთავი და არამიანცის 150 წლისთავია. სწორად ეს იუბილეები უნდა აღვნიშნოთ და პროგრამებში ჩვენი მოძმე ქართველებიც ჩავრთოთ, რომ საერთო სახე მიიღოს.

– ბატონო ელჩო, ახალი წელი გვიახლოვდება. რას უსურვებთ ჯავახეთის სომხებს?

– ვისარგებლებ შემთხვევით და დამდეგ ახალ წელსა და შობას გულწრფელად მოგილოცავთ ჩვენს თანამემამულეებს, რეგიონის მცხოვრებლებს მშვიდობიან ცის ქვეშ, თბილ და მეგობრულ გარემოში თანაარსებობას ვუსურვებ. შექმნან, განახორციელონ  ახალ თაობებს მხოლოდ მნიშვნელოვანი და მშვიდობიანი მემკვიდრეობა დაუტოვონ, რათა მათით იამაყონ.