ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს სომხურად ნათარგმნი სახელმძღვანელოები არ აქვთ.
საკითხი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებისგან შემდგარი კომისიის შეხვედრაზე დაისვა. სომხურად ნათარგმნი წიგნებისა და სხვა სახელმძღვანელოების პრობლემა დიდი ხანია აქტუალურია.
ახალქალაქის საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორის ანაიდ ასატურიანის თქმით, საქართველოში სომხურად ზღაპრების, მეთოდოლოგიისა და სხვა სახელმძღვანელოების შეძენა შეუძლებელია.
„წიგნები გვჭირდება, მაგრამ ამჟამად სომხურად არსად არ იყიდება. ამიტომ საქართველოში სომხეთის ელჩს მივმართეთ. დაგვპირდა, რო ამ საკითხს განიხილავდა. ყველა საჭირო წიგნის სია მთხოვა, რომელიც მიიღო: ზღაპრები, მეთოდოლოგია, ტესტები, სპეციალური ლოგიკური დამხმარე საშუალებები და ა.შ. ყოველივე მხოლოდ ქართულ ენაზე გვაქვს“, – განმარტავს ანაიდა ასათურიანი.
საბავშვო ბაღების გაერთიანებას ბიუჯეტით გაწერილი თანხით, რომელიც ზოგჯერ 15 000 ლარს აღწევს, სათამაშოებსა და წიგნებს ყიდულობენ.
„ამ თანხით არ წიგნები, არამედ ხისგან დამზადებული კარგი სათამაშოები ვიყიდეთ. ხოლო წიგნებისთვის World Vision-ს მივმართეთ, რათა ბიუჯეტიდან ფული არ დაგვხარჯოდა“, – ჰყვება ანაიდა ასათურიანი.