მომავალი წლის იანვრიდან მერიის, საკრებულოს, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი არაკომერციული ორგანიზაციების თანამშრომელთა ანაზღაურება 10%-ით, ხოლო საბავშვო ბაღის თანამშრომლების ხელფასი 100 ლარით გაიზრდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყველა დეპუტატის ხარჯები 10%-ით გაიზრდება.
ადგილობრივი ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი მერიის, საკრებულოსა და ადგილობრივი მუნიციპალური დაწესებულებების თანამშრომლების ხელფასებზე დაიხარჯება. 2023 წელს საკრებულოს მუშაკთა შრომის ანაზღაურებისთვის 814 500 ლარი გამოყვეს: 797 000 ლარი – ხელფასი, 17 500 ლარი – დანამატი. მერიის თანამშრომლებისთვის 1 706 000 ლარია გათვალისწინებული: ხელფასი – 1 575 000 ლარი, დანამატი – 131 000 ლარი.
უკანასკნელად საჯარო მოხელეების ხელფასები მიმდინარე წლის იანვარში გაიზარდა.