რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას, თამაშის პირველი ნახევარი არგენტინის ლიდერობით 2:00 დასრულდა, მატჩის მეორე ნახევარში ფრანგი კილიან მბაპეს 90 წამში გატანილი ორი გოლის წყალობით – საფრანგეთსა და არგენტინას შორის მატჩის ძირითადი დრო ფრედ – 2:2 დასრულდა და დამატებით დროში გააგრძელეს თამაში.
დამატებითი დროის მეორე მონაკვეთის დასაწყისში, მესიმ, რომელმაც თამაშის პირველ ტაიმში უკვე გაიტანა თერთმეტმეტრიანი, კიდევ ერთი გოლი გაიტანა.
ფინალის 116-ე წუთზე პენალტი დანიშნა და კილიან მბაპემ თერთმეტმეტრიანის დარტყმით ფრანგებს კიდევ ერთი გოლი მოუტანა.
შესაბამისად ანგარიში 3:3 დასრულდა, რის შემდეგაც პენალტების სერია გამოცხადდა, შედეგად არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა.