ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბერში საქართველოში 299 605 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. აქედან 108 247 რუსი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა. სტატისტიკის თანახმად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 362%-ითაა გაზრდილი და უკვე ზედიზედ მეექვსე თვეა, საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკაში რუსეთი ლიდერობს.

10 ქვეყნის ჩამონათვალი კი, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით ასეთია:

რუსეთი – 108 247 ვიზიტორი (ზრდა წინა წელთან 362.1%);
თურქეთი – 101 940 ვიზიტორი (ზრდა 212.9%);
სომხეთი – 71 785 ვიზიტორი (ზრდა 272.1%);
საქართველო (არარეზიდენტი) – 25 932 ვიზიტორი (ზრდა 71.1%);
ისრაელი – 15 386 ვიზიტორი (ზრდა 27.9%);
უკრაინა – 13 631 ვიზიტორი (ზრდა 56.7%);
აზერბაიჯანი – 12 419 ვიზიტორი (ზრდა 54%);
ბელარუსი – 6 675 ვიზიტორი (ზრდა 142.9%);
ირანი – 6 508 ვიზიტორი (ზრდა 121%);
ყაზახეთი – 6 253 ვიზიტორი (ზრდა 21.5%).
აღსანიშნავია, რომ არ ხდება მიგრანტების ტურისტებისგან გამიჯვნა. შესაბამისად, უკრაინაში დაწყებული ომის გამო საქართველოში შემოსული რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები ტურიზმის სტატისტიკაში ხვდებიან.