ახალქალაქის მუნიციპალიტეტში პროგრამის „სოფლის მხარდაჭერის“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. მათი 80% მიღებული და გადახდილია, 15%-ს აფასებენ. სამუშაოები მხოლოდ სოფელ გომანში არ დასრულებულა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, არა მოვსისიანის თქმით, პროგრამით გათვალისწინებული თანხების 80% კომპანიებს უკვე გადაერიცხათ, ანუ მათი რეზულტატი მერიის კომისიამ მიიღო. სამუშაოების 95% უკვე დასრულებულია, მაგრამ 15% ჯერ კიდევ შეფასების და მიღების პროცესშია. ყველა სოფელში, გარდა სოფელ გომანისა, ცვლილებები დასკვნით ეტაპზე. გომანში კი საზოგადოებრივი ტუალეტი შენდება.
“დანარჩენ სოფლებში სამუშაოები დასრულებულია და ახლა საბუთები წესრიგდება. მუშაოებისას არანაირი პრობლემა არ შექმნილა. დავალება დათგმულ ვადაში, დეკემბრის ბოლომდე, შევასრულეთ”, – განმარტა არა მოვსისიანმა.
პროგრამის “სოფლის მხარდაჭერის” მუშაოებისას სამმა სოფელმა პრიორიტეტები შეცვალა – სოფელი ბარალეთი, მერენია და თირკნა. სამმა სოფელმა კი მოთხოვნები მუშაობის დაწყებამდე გადააფასა, ეს სოფლებია: გოდოლარი, სირკვა, ბალხო.
პროგრამის “სოფლის მხარდაჭერის” ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა, შარაშანდელის მსგავსად 922 000 ლარი გამოჰყო. სოფლების უმეტესობამ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა ან სპორტული ინვენტარის შეძენა, განათება, სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია, სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრა და სხვა აირჩიეს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე გამოჰყო. მოსახლეობის მიხედვით სოფლები, 2021 წლის შესაბამისად, 12 000/ 16 000 ლარს იღებენ.