27 ნოემბერს ახალქალაქში ფესტივალი გაიმართა, სადაც GIPA MEDIA LAB-ის ახალგაზრდა მონაწილეებმა თავიანთი მულტიმედიური პროექტები წარმოადგინეს. ჩვენება GIPA DocU დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.
სასტუმრო “გრანდ მურის” საკონფერენციო დარბაზში დილის საათებში ფილმების ჩვენება შედგა, საღამოს კი საუკეთესო პროექტები დაჯილდოვდნენ.
ფესტივალზე ნაჩვენები იყო პროექტის ახალქალაქელ, ნინოწმინდელ და მარნეულერ მონაწილეთა 20-მდე ფილმი. მოწვეული ექსპერტებისა და GIPA-ს წარმომადგენლებისგან შემდგარი ჟიური ფესტივალს ონლაინ ადევნებდა თვალს. მათ შეარჩიეს საუკეთესო ავტორები.
პირველი ადგილი სედა გიგოლიანის ნაშრომმა დაიკავა, რომელმაც სოფელ ხულგუმოდან ბავშვებისა და მარტოხელა მამის ცხოვრების სირთულეებზე ისაუბრა. გამარჯვებული ფილმის ავტორს ლეპტოპი გადაეცა.
მეორე ადგილი სპირიდონ ბაგირიანმა დაიკავა. მან სოფელ არაგიალის მიტოვებულ კლუბში ხანდაზმული პროექციონისტის ბოლო ვიზიტის შესახებ მოამზადა სტატია. სპირიდონს ვიდეოკამერა და ვიდეო გადაღებისთვის ყველა საჭირო აქსესუარი გადაეცა.
მესამე ადგილი გიუნელ და გუდრატ კარიმოვებმა იმ მასალის წყალობით დაიკავეს, რომელიც მარნეულში ხალიჩების დამზადებად ეხებოდა. ჯილდოდ კამერა მიიღეს.
დაჯილდოვდა ლუსინე ნურიჯანიანის, არტიომ ქოსიანის, ევგინე კარსლიანის, ნარინე ტონაკანიანის, გოჰარ განდოიანის, თამარ არაკელიანის, ზოია კარსლიანის, კამილ მუსტაფაევის, კოსკუნ მამედოვის ნამუშევრები. მათ მყარი დისკი (Hard Drive) და გარე ბატარეა (Power Bank) გადაეცათ.
Grand Prize-GIPA-ში სწავლის სტიპენდია მიიღეს:
სპირიდონ ბაგირიანი – ნინოწმინდა
ლუსინე ნურიჯანიანი – ახალქალაქი
სონა ორუზოვა – მარნეული
ფიდან ალიევა – მარნეული
ამ პროგრამით GIPA-ში 10 ჯავახი ახალგაზრდა სწავლობს, პირველი გამარჯვებული წელს ბაკალავრის ხარისხს მიიღებს.
GIPA Media Lab — სოციალური პროექტი, რომელიც მულტიმედიური თხრობის უნარს ავითარებს, ეთნიკური თემის ახალგაზრდებს ციფრულ კომუნიკაციას და წიგნიერებას ასწავლის, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციას.
პროგრამას ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიის სკოლა ახორციელებს. მასტერკლასებს, სემინარებსა და ტრენინგებს საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ინსტიტუტის (GIPA) ფაკულტეტი და მოწვეული ლექტორები ატარებენ.
GIPA MEDIA LAB-ის საქმიანობაში სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები და GIPA ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებიც მონაწილეობენ. პროგრამა ახალგაზრდებს შორის კომუნიკაციას უწყობს ხელს და ქვეყნისა და რეგიონისთვის უკეთესი მომავლის შექმნის იდეის გარშემო აერთიანებს.
პროგრამა საქართველოში 2017 წლიდან აშშ-ის საელჩოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება. მის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ასობით ახალგაზრდამ მიიღონ განათლება.