დღეს, 6 მაისს ახალქალაქელებმა «წრატონი» აღნიშნეს. მომლოცველებს «ტავშანკის» მწვერვალზე ასასვლელად არც საგანგებო მდგომარეობამ და არც წვიმამ შეუშალა ხელი. ახალქალაქში უკვე ერთი კვირაა წვიმს.
დილიდან წვიმდა, შუადღისით კოკისპირული წვიმა იყო. თუმცა, ახალქალაქელებმა დილიდანვე დაიწყეს «ტავშანკაზე» ასვლა. მის მწვერვალზე სალოცავებია განლაგებულუ. ახალქალაქელები ამ სალოცავებან ყოველი წლის 6 მაისს ადიან.
ბოლო დროს ახალქალაქელებს, რომლებიც კორონავირუსის გამო სახლში სხედან, ბუნებაში გასვლა მოსანატრი გაუხდათ.
მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქში გაზაფხულზეც ცივა, ეს მაინც ლამაზი დროა. სიმწვანის ფონზე დათოვლილი მთები საინტერესო კონტრასტს ქმნიან. განსაკუთრებით თვალწარმტაცია ქალაქის ხედი ზემოდან, რომელიც ქვემოდან ძალიან პატარა ჩანს.
არსებობს ლეგენდა, რომ ამ დღეს არ შეიძლება მუშაობა. სოფლებში ხალხს სწამს, რომ ძველ დროს, იმას ვინც ამ დღეს მუშაობდა ხელ-ფეხი უმახინჯდებოდა. მაგრამ თუ მაინც გიწევდა რაიმე საქმის გაკეთება, სამუშაოს დასრულების შემდეგ, მაშინვე უნდა დაგეთესა ქერი. ადამიანებს სჯეროდათ, რომ ქერი დამახინჯებული გაიზრდებოდა და ამით ისინი სასჯელს აიცილებდნენ თავიდან.
ეს დღესასწაული ორსულებისთვისაც «მნიშვნელოვანია». ჯავახეთში ორსულ ქალებს ამ დღეს რაიმე საქმის კეთება «ეკრძალებათ», მითუმეტეს ბასრი საგნების გამოყენება. ჯავახეთში ირწმუნებიან, რომ თუ ამ დღეს ორსული ქალი რამეს გააკეთებს, მაშინ ბავშვი ნიშნით იბადება. აი რატომ არის ჯავახეთში 6 მაისი, პირდაპირი გაგებით, უქმე დღე.
«წრატონი», ასეთი გავრცელებულია ჩვენს საზოგადოებაში, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიურ ელემენტებს შეიცავს, მაინც, ხალხი მის აღსანიშნავად სხვადასხვა სალოცავთან დადის, თუმცა მას სომხური სამოციქულო ეკლესიის კალენდრულ დღესასწაულებთან არავითარი კავშირი არ აქვს.