მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირი გაყვანილია, სოფლის მოსახლეობა ზამთრისთვის შეშას მაინც ყიდულობს, რადგან მათ ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ. ზოგიერთ ოჯახს არც ცენტრალიზებული გათბობა აქვს, არც გაზქურა. მაცხოვრებლები მათ დაზღვევისთის ყიდულობენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 64 სოფლიდან 21 დასახლება გაზიფიცირებული არ არის. ქალაქში ბუნებრივი აირი 3 781 აბონენტს მიეწოდება. გაზგამანაწილებელი კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის არმქონე სახლები ძალიან ცოტაა, ამიტომ დადგა შეშის შესყიდვის აუცილებლობა, რომლის ფასი ბოლო 6 წლის განმავლობაში 60%-ით გაიზარდა.
ზამთარში მოსახლეობა 3-დან 5 რიგამდე შეშას ყიდულობს, მაგრამ რაოდენობა დასახლებებში სხავდასხვაა: მაღალმთიან სოფლებში, მაგალითად, სოფელ სამსარში, სადაც ზამთარი მკაცრი და ხანგრძლივია, 4-5 რიგი შეშაა საჭირო. თუმცა ზოგიერთ სოფელში ღუმელს ჯერ კიდევ ნაკელით ახურებენ, მაგრამ ძლიერი ყინვებისას შეშას მაინც ყიდულობენ.
წელს შეშა, როგორც დანარჩენი პროდუქტები, გაძვირდა.
„ერთი რიგი, დაახლოებით სამნახევარი კუბური მეტრი, 600 ლარი ღირს. შეშას ძირითადად სოფელ კულიკამში, კუმურდოში, ხულგუმოში, აბულში, ბუზავეთში, სულდაში ყიდულობენ… თუმცა გაზი აქ პრობლემა არაა, ხალხი მას დაზღვევისთვისაც ყიდულობს. ბევრს ან გაზის გაყვანის საშუალება არ აქვს, ან ყოველთვიურად გადახდის, ამიტომ შეშას ყიდულობენ. წელს ქალაქში ნაკლები შეშა გაიყიდა, მხოლოდ ორი სატვირთო მანქანა. შეშა იაფი ჩვენც არ გვიჯდება, როცა საწვავიც გაძვირდა. დიზელისთვის 600-700 ლარს ვხარჯავთ“, – განმარტავს გამყიდველი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
შეშა მხოლოდ კონკრეტული პროცედურების გავლის შემდეგ იყიდება. დოკუმენტი 90 ლარად გაიცემა – კონკრეტული ოჯახისთვის, აბონენტისთვის, ამ შემთხვევაში, მყიდველისთვის მომზადების ნებართვა. ამ დოკუმენტის საფუძველზე კი გამყიდველები მყიდველებს უკვე დაჩეხილ და მომზადებულ შეშას აწვდიან.