როსსტატის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემებით, 2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით რუსეთში 40 666 სომხეთის მოქალაქე შევიდა, რუსეთი კი 56 332-მა მათგანმა დატოვა. რუსული სტატისტიკის მიხედვით, ამ წლის პირველ რვა თვეში რუსეთი იქ მცხოვრებმა 15 000-ზე მეტმა სომეხმა მოქალაქემ დატოვა.
რუსეთიდან წასული ადამიანების ინდექსით სომხეთი პირველ ადგილზეა და უპირატესია იმ ქვეყნებთან შედარებით, რომელთაც ყველაზე მეტი მიგრანტი ჰყავთ, ასეთია უზბეკეთი და ყირგიზეთი. როსსტატის მონაცემებით, 2022 წელს რუსეთი 14 000 ყირგიზმა და 13 700 უზბეკმა დატოვა.
აზერბაიჯანელებიც ტოვებენ რუსეთს, მაგრამ არა ისეთი ტემპით, როგორც სომხები. მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში რუსეთში აზერბაიჯანის 21 000 მოქალაქე შევიდა, რუსეთი კი 27 000-მა პირმა დატოვა.
პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთი სახელმწიფო, საიდანაც შრომითი მიგრანტები რუსეთში მასობრივ ჩამოსვლას აგრძელებენ, ტაჯიკეთია. იანვრიდან აგვისტომდე, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში 40 000-ზე მეტი ტაჯიკი ჩავიდა.
მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრამდე რუსეთში 444 000 ემიგრანტი შევიდა, 506 000-მა კი ქვეყანა დატოვა.
რუსი ექსპერტების აზრით, შრომითი მიგრანტების მასიური გადინების მიზეზი 24 თებერვალს დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომია.