ახალქალაქის მერიამ ძაღლების დასაჭერად ერთ თვეში მეორე ტენდერი გამოაცხადა. პირველი ტენდერი არ შედგა, რადგან მონაწილეები არ გამოჩნდნენ. ახალქალაქში მაწანწალა ძაღლების პრობლემა კვლავ აქტუალურია.
7 ნოემბერს, ახალქალაქის მერიამ ერთ თვეში მეორედ გამოაცხადა ტენდერი მაწანწალა ძაღლების დაჭერის, სტერილიზაციის, კასტრირების, ვაქცინაციის, იდენტიფიკაციისა და დაბრუნების ან საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიის შესახებ.
„პირველ ტენდერში არავინ მონაწილეობდა. მიზეზი არ ვიცი. ამიტომ პრობლემის გადასაჭრელად ტენდერი მეორედ გამოვაცხადეთ. ამჯერადაც თუ არ გამოჩდნენ მონაწილეები, არ ვიცი რა მოვიმოქმედო, რადგან ამ პრობლემის გადაჭრის სხვა გზა არ არსებობს“, – განაცხადა ახალქალაქის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსმა როზა იორდანიანმა.
სერვისებზე პირველი ტენდერი 18 ოქტომბერს 22 033 ლარის ოდენობით გამოცხადდა. სატენდერო თანხა არ შეცვლილა.
გამოცხადებული ტენდერის პირობები იგივეა:
ტენდერის ითვალისწინებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ჰუმანური დაჭერის სერვისს, მათ თავშესაფარში გადაყვანას, სადაც ჩაუტარდებათ სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია, იდენტიფიცირება, საჭიროების შემთხვევაში ევთანაზია და სამარხში გადაიყვანენ. 2023 წლის 31 დეკემბრამდე 140 მაწანწალა ძაღლი უნდა დაიჭირონ. პროცედურების გავლის შემდეგ ცხოველი იდენტიფივირებული უნდა იყოს და ახალქალაქში დააბრუნონ.
გამოცხადებულ ტენდერზე განცხადებების მიღება 15 ნოემბერს შუადღისას დასრულდება.
ახალქალაქში მაწანწალა ძაღლების პრობლემა რამდენიმე წელია ძალიან აქტუალურია.