2022 წლის 5 ნოემბერს, ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
გახსნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის CCEH-ის დირექტორი მიხეილ ნიბლაძე, CCEH-ის ინვესტორი ფონდის მმართველი დირექტორი ალექს ბენარდი, და პროექტის მეორე ინვესტორი კომპანიის, ისლანდიური სახელმწიფო ენერგიის მწარმებელი კომპანიის LANSVIRKJUN-ის ვიცე-პრეზიდენტი, რიკი რიკარდსონი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, პარლამენტის დეპუტატი სამველ მანუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი და სხვები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასაწყისში მიხაილ ნიბლაძემ და რომეო მიქაუტაძემ შენობა და შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.
შემდეგ კი დამსწრეები სიტყვით წარდგნენ.
“საქართველოს უწყვეტი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. ამ სტრატეგიული მიზნის მიღწევას განახლებადი ენერგიის წყაროების მეტად განვითარება ხელს შეუწყობს. გამომდინარე იქიდან, რომ ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოების უდიდესი წილი ჰიდროენერგეტიკაზე მოდის, ენერგეტიკის ამ ქვედარგის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ვსაუბრობ არა მხოლოდ მსხვილ მარეგულირებელ სადგურებზე, რომელთა წვლილიც ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანია, არამედ მცირე და საშუალო ენერგოობიექტებზეც. ისინი ხელს უწყობენ არა მხოლოდ დარგის განვითარებას, არამედ დადებითად მოქმედებენ იმ სოფლების სოციალურ მდგომარეობაზე, სადაც ასეთი სადგურებია აშენებული”, — განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ.
„ევროპული სტანდარტების თანამედროვე ჰიდროელექტროსადგურების შენების პრეცედენტებს ვქნმით. ჰიდროელექტროსადგურის განვითარება დადებითად აისახება როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, დასაქმებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე. ინვესტიციებს თან ცოდნა, კვალიფიკაცია, დასავლური გამოცდილება, საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება, უსაფრთხოების ნორმების დაცვა და მუშაობის კულტურა მოაქვს, რომელიც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს უჩენს ადგილობრივ მოსახლეობას დააუმჯობესებს მათი ცხოვრების პირობებს “ – განმარტა CCEH-ის დირექტორმა მიხეილ ნიბლაძემ.
ახალქალაქის ჰესი (ორი ჰესი) 9.1 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, 2022 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შესულ ჰესებს შორის ყველაზე დიდია. 2021 წლის მონაცემებით, მცირე ჰიდროელექტროსადგურების გენერაციასთან შედარებით ის 50 მილიონი კილოვატსაათი გამოიმუშავებს, რაც 6%-ს შეადგენს, ჰიდროელექტროსადგურების სრული გენერაცია კი, 0.5%-ა.
ორი ჰიდროელექტროსადგური წლიურად დაახლოებით 49 მგვტ-ს გამოიმუშავებს.
ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ჰესის ტერიტორიაზე მიღება გაიმართა.