ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე უკვე გავიდა. Jnews-მა გინეკოლოგ ასია გულიევასთგან ინტერვი აიღო. იგი სარძევე ჯირკვლის კიბოს, ამ დაავადების გამოვლენის მეთოდებზე, დიაგნოზზე, მკურნალობაზე, სასარგებლო საკვებსა და მავნე პათოგენებზე საუბრობს, რომლებიც ძუძუს კიბოს იწვევენ.
რამდენად ხშირია ძუძუს კიბო ახალქალაქში?
– 2020 წელს მსოფლიოში 2,3 მილიონ ქალს ძუძუს კიბო დაუდგინდა. სიკვდილიანობა 685 000 ადამიანია. ისინი ავად 5 წელი, 10 წელი იყვენენ. თუმცა 7,8 მილიონი ადამიანი, რომელიც ავად ამავე პერიოდის განმავლობაში იყო, დღემდე ცოცხალია. ახალქალაქში კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. 2019 წელს 160-მდე ქალს ჩაუტარდა მამოგრაფია, მათგან 10-15-ს სარძევე ჯირკვლის სიმსივნური დაავადება დაუდგინდა, მაგრამ ავთვისებიანი სიმსივნე 3 მათგანს დაუდასტურდა. შესაბამისა, იმკურნალეს. 160-დან 10-15 ადამიანი 10%-ს შეადგენს, მათგან მხოლოდ 3%-ს აქვს ავთვისებიანი სიმსივნე.
როგორ სვამენ ძუძუს კიბოს დიაგნოზს ორსულებში?
– ძალიან რთულია ამ დროს სიმსივნის განსაზღვრა. 25-წლიანი მუშაობისას ორი ქალი იყო, რომლებმაც სიმსივნის მიუხედავად მაინც იმშობიარეს და შემდეგ განაგრძეს მკურნალობა. შესაძლოა სხვა ექიმებსაც ჰქონდეთ მსგავსი შემთხვევა. მაგრამ ორსულობის დროს ძუძუს კიბოს დადგენა უფრო რთულია, რადგან ჯირკვალი იზრდება და სარძევე გადასასვლელები უკვე განვითარებულია. მაგრამ როცა გულმკერდის ტკივილს უჩივიან, პალპაციით ვიკვლევთ სიმსივნეს, 90% შემთხვევაში კი ეს ფიბრომაა, რომელიც კეთილთვისებიანია. ექოსკოპიაზე დასტურდება, რომ ეს სიმსივნის მსგავსი წარმონაქმნია, თუმცა რომელი, ექოსკოპისტი ვერ იტყვის. თუ გლუვია – ფიბრომაა. წამონაზარდსა და არათანაბარ ფორმებზე კიბოზე გვაქვ ეჭვი და მამოლოგთან – ძუძუს კიბოს სპეციალისტთან ვაგზავნით. მამოგრაფიისას ხვდება, ნამდვილად არის თუ არა წამონაზარდი (ეს არის სიმსივნე, რომელიც იზრდება), ან უსწორმასწორო კიდეები…ხოლო თუ ქალი ექიმთან მიდის ჩივილით, რომ მისი ძუძუს თავი შიგნით შეიწია, ეს უკვე სიმსივნის 2-3 სტადიაა, რადგან ის ორგანოს მაღლა ქაჩავს. თუმცა დახმარების აღმოჩენა შესაძლებელია.
რა უნდა გაკეთდეს შემდეგ?
– პირველ რიგში ბიოფსია, რომელიც სიმსივნეს ადგენს. შემდეგ – ქიმიოთერაპიის კურსი, ბოლოს კი მკერდის მოშორება. ახლა სიმსივნეს, ღებავენ და აკვირდებიან, რათა საზღვრები სწორი იყოს. შესაბამისად, სიმსივნის მხოლოდ ამ სეგმენტს აშორებენ. ქალის სხეული კი დეფორმაციას არ განიცდის. მოშორების შემდეგ მეორე ეტაპი – ან სხივური თერაპია, ან ისევ ქიმიოთერაპია იწყება. ქალს შეიძლება ხანგრძლივი რემისია ჰქონდეს. ე-4 სტადიააზე მეტასტაზები უკვე ლიმფურ კვანძებში იზრდებიან. ექოსკოპიაზე დგინდება, არის თუ არა კერები ღვიძლში, ფილტვებში, ძვლებში. ყველაზე ხშირად, ძუძუს კიბო ხერხემალში, ფილტვებში გადადის, საიდანაც ღვიძლშია აღწევს. ქიმიოთერაპიის შემდეგ დადებითი შედეგის მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია. მე-4 სტადია ხანგძლივ რემისიებს არ იძლევა, ერთი ან ორი წელი. მკურნალობას ინდივიდუალურად ირჩევენ. თუ სიმსივნე დიდია, აშორებენ. ინიშნება ქიმიოთერაპიის მასიური დოზები, რომლებიც ყოველთვის ეფექტური არ არის.
რას გვირჩევენ ექიმები დაავადების ადრეული გამოვლენისთვის?
– ქალმა არა 30-40, არამედ 26-27 წლიდაჯ უნდა შეძლოს იმის დადგენა, როგორია მისი სარძევე ჯირკვალი, აქვს თუ არა კვანძი ან გამაგრება მკერდსა და იღლიაში. მკერდის კანის შეკუმშვა, მკერდის ზომის, ფორმის ან სიმკვრივის ცვლილებაც ამაზე მიუთითებს. თუ მკერდზე “ლიმონის ქერქი” ჩნდება, არის სისხლიანი ან ნებისმიერი გამონადენი ძუძუს თავიდან. ორეოლის ირგვლივ გამონაყარი, კანის ცვლილებები, მკერდის ან ძუძუს ტკივილი და მკერდის შეშუპება, უკვე სტადიაა. ზემოთ ჩამოთვილი სიმპტომები თვალსაჩინოა და არ იმალება. მთავარია საკუთარ თავის გამოიკვლევა და დაეჭვება. ჩვენთვის კიბოს დადგენა უფრო მარტივია, რადგან ჩვენ ვაფასებთ მკერდის მდგომარეობას. იმის განსაზღვრა, სწრაფად განკურნებადია თუ არ იმკურნება, სიცოცხლის გახანგრძლივების საწინდარია.
მკურნალობისას ბევრ ქალს კვეთენ მკერდს. შესაძლებელია თუ არა მკერდის პლასტიკური ოპერაციით აღდგენა?
– არ არის რეკომენდირებული, რადგან სარძევე ჯირკვლის ამოღებისას წარმოიქმნება ქსოვილის ნაკლებობა, კანიც ამოღებულია და მასალა არ რჩება. მაღალგანვითარებულ ქვეყნებში არის შემთხვევები, როცა ქალს ამ ტიპის ოპერაციას სთავაზობენ მაშინ, როცა კანი შენარჩუნებულია და მეტასტაზები არ იზრდება. სარძევე ჯირკვალს სრულად აშორებენ და იმპლანტს უკეთებენ. პროცედურა საკმაოდ ძვირია. მაგრამ დიდი სიმსივნეების შემთხვევაში არც ძუძუს თავი და არც ქსოვილი არ არის დაცული, ამიტომ პლასტიკური ოპერაცია არ კეთდება, მაგრამ პროთეზირება მაინც შეიძლება.
რა უნდა გაკეთდეს, თუ ქალი ორსულად არის და ძუძუს კიბოზე ეჭვობს?
– თავად ქალი უნდა დააკვირდეს. თუ პაციენტი თვითონ არ მოვა, ჩვენ ვერ დავეხმარებით. ზოგჯერ კიბო ორსულობის დროს ვლინდება. ქალი ჩივის, ექიმი გამოკვლევას ატარებს და ადგენს, რომ მკერდში წარმონაქმნებია. მაგრამ ამ შემთხვევაში მამოგრაფია არ კეთდება, რადგან ორსულებზე ცუდად მოქმედებს და ნაყოფისთვის საზიანოა. ბიოფსიით იგებენ კიბოა თუ არა და ქალს მოკლე დროში ნაყოფის მოცილებას სთავაზბონე, რათა მკურნალობა დაიწყონ. ყოველივე ქალზეა დამოკიდებულია. სოფელ ბავრაში მქონია ასეთი შემთხვევა, როცა ქალმა ორსულობისას შეიტყო დიაგნოზი, თუმცა ჯერ მშობიარობა არჩია და შემდეგ – მკურნალობა. ხანდახან ისეც ხდება, რომ დიაგნოზი გვიანდება: მყავდა ქალი, რომელსაც ჩავარდნილი ცხვირი ჰქონდა და 18 კვირის ორსული იყო. წავიყვანე სპეციალისტთან, რომელმაც სიმსივნე აღმოუჩინა. თბილისში გაგზავნეს, ბიოფსია აიღეს და ცხვირის კიბოც დადასტურდა. ორსულობის შეწყვეტა შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა – მშობიარობიდან 6 თვეში გარდაიცვალა. მაგრამ ეს მისი არჩევანი იყო, თუმცა კიბო ბოლო სტადიაში იყო. ორსულებში კიბო მაინც იშვიათია. ჩემს პრაქტიკაში იყო რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ სიმსივნე ქალებში 35-45 წლის შემდეგ ხშირდება.
რა უწყობს ხელს ამ დაავადების განვითარებას?
– დეოდორანტები, ანტიპერსპირანტები, თეთრეული, საშინელი ბიუსტჰალტერები, რომლებიც ლიმფოსტაზს უკეთებენ ქალს. ბუნებამ ასეთებად გვშვა, ქალებს უნდა ჰქონდეთ ჩამოწეული მკერდი, როცა ვწევთ და ხელოვნურად ვაფიქსირებთ, მკერდის ლიმფური ნაკადი ჩერდება. ხოლო სხეულში ყველას გვაქვს კიბოს უჯრედები, მაგრამ სიმსივნის განვითარებისთვის პირობები უნდა შეიქმნას: დეოდორანტი, მოუხერხებელი საცვლები, ტრავმები. დანარჩენი 55% არის მემკვიდრეობითი ხასიათის, რომელსაც ნაკლებად აქვს ვირუსული ხასიათი. სარძევე ჯირკვლის კიბოს უფრო ნაკლები შემთხვევაა, რადგან იქ დახურული სივრცია. ვირუსული ხასიათის ვირუსია, რომელიც დნმ-ს ცვლის, რაც კიბოს იწვევს და მის უჯრედებს ააქტიურებს.
რის ჭამა არ შეიძლება მკერდის კიბოს დროს?
– მოერიდეთ ხორცპროდუქტებს, მწნილებს, შებოლილს, დიდი რაოდენობით ცხოველურ ცხიმებს. აუცილებელია ვეგეტარიანობა, უმ საკვებზე გადასვლა. დღეში ერთმა ვაშლმა შეიძლება ექიმიც ჩაანაცვლოს. რა გვეხმარება კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში: ბოსტნეული – ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, თეთრი კომბოსტო; მცენარეული ცხიმები – ზეითუნის ზეთი, სტაფილო, თევზის ზეთი, თხილი. ისინი პროფილაკტიკას უწყობენ ხელს. ამ პროდუქტებით კიბოს თავიდან აცილებასაც შევძლებთ. გარკვეული სიმსივნური დაავადებები მხოლოდ დიეტებითაც იკურნება.