ლილით კარაპეტიანმა, რომელიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკადანაა, დაწყებითი განათლება სოფლის საჯარო სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. უნივერსიტეტი წელს დაამთავრა და იმ სხვადასხვა პროგრამაში, რომელიც ცდილობს მის რეგიონში პოლიტიკური მონაწილეობის დონე გაზარდოს, ებრძოლოს სტერეოტიპებს და ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრებს ატარებს, აქტიურად არის ჩართული
ვინაიდან ლილითის ძმა საქართველოში სწავლობს, ისიც დედაქალაქში გადავიდა და სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელა.
„ქართული ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საგანი იყო და უნივერსიტეტში ჩაბარებამდე კარგად ვსწავლობდი, საკმარისად ვფლობდი სახელმწიფო ენას და გამართულად ვსაუბრობდი, მაგრამ პირველ კურსზე ენის პრობლემები გაიზარდა და ყოველივეს ინტეგრაციის პრობლემაც დაერთო. რომ არა თსუ-ს ახალგაზრდული ცენტრი, ქართულ საზოგადოებაში სრულ ინტეგრირებას ალბათ ვერც შევძლებდი “.
JNEWS-თან ინტერვიუში ლილითი აღნიშნავს, რომ 17 წლამდე აქტიური არ იყო, 18 წლიდან კი უნივერსიტეტის ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობდა, შეითვისა ტრენერის ფუნქცია და სკოლებში სიარულსა და შეხვედრების დაგეგმვას მიჰყო ხელი. კავკასიის სახლის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ, სადაც გამოცდილ და წარმატებულ ადამიანებს შეხვდა, მიხვდა, რომ მხოლოდ სალაპარაკო ქართული და უნივერსიტეტში კითხვებზე პასუხის გაცემა საკმარისი არ იყო და კომპლექსები უნდა დაეძლია.
ლილითმა მეგობრებთან ერთად საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ახალგაზრდობა დემოკრატიული ცვლილებისთვის“ დააარსა და წინასაარჩევნო პერიოდში სამუშაოდ გრანტი მოიპოვა, თუმცა მისი საქმიანობა ამით არ შემოიფარგლა. მონაწილეობა მიიღო სტაჟირების სხვადასხვა პროგრამაში: პირველი USAID-ის საბაზო განათლების პროგრამა იყო, სადაც 6 თვის განმავლობაში ტრენინგ-ასისტენტად მუშაობდა.
ლილითს სტაჟირების გავლა სურს, მაგრამ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, სამართლის რომელ დარგს აირჩევს. თუმცა სწავლის მაგისტრატურაში გააგრძელებას აპირებს.
კითხვაზე, სად აპირებს მუშაობას და მართლა სურს თუ არა ჯავახეთში დაბრუნება, ლილითმა გვიპასუხა: „სწავლის შემდეგ ბევრი სტუდენტი მზადაა დედაქალაქში დარჩეს და უფრო დაბალი ხელფასით აქ იმუშაოს, ვიდრე დაბრუნდეს და იქ უკეთესი სამუშაო პირობები შეიქმნას. მეც მქონდა ასეთი ფიქრები და იმედგაცრუებები, თუმცა ყოველ ჯერზე, როცა ვბრუნდები, მსგავს შემთხვევებს ვაწყდები. რატომ ბრუნდებით მაშინ, როცა საზოგადოების უმრავლესობა სიკეთეს არ აფასებს, ჰგონიათ, რომ უსასყდილოდ არაფერს აკეთებ. ჯავახეთში მუშაობას ვაპირებ და შესაძლებლობების ფარგლებში ცვლილებებზეც ვიზრუნებ. სწორედ აქ ვარ საჭირო, როგორც უფლებადამცველი. როცა საქართველოს სტატისტიკას ვუყურებთ, ვხედავთ, რომ ყველაზე უსაფრთხო ადგილი სამცხე-ჯავახეთია, სადაც ძალადობის და განქორწინების შემთხვევები ცოტაა, მაგრამ მხოლოდ ადგილზე, სიტუაციის გაცნობის შემდეგ, ხვდები, რომ ძალადობის შემთხვევები თითქმის ყოველ მესამე ოჯახშია, მაგრამ ადამიანებმა არ იციან, ვის მიმართონ, როგორ მიმართონ და საერთოდ, მიმართონ თუ არა“.
ლილითის თქმით, ჯავახეთში ქალთა უფლებების დასაცავად და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სამუშაოები უნდა ჩატარდეს. ამისთვის კი უფლებადამცველია საჭირო. ის კარგად უნდა იცნობდეს სიტუაციას, ლაპარაკობდეს ქართულად და სომხურად. მთელი თავისი პოტენციალი ამ სამუშაოში უნდა ჩადოს და მუდამ მზადყოფნაში იყოს.
ამჟამად ის სხვადასხვა პროგრამაშია ჩართული. პროგრამისთვის “კოალიცია თანასწორობისთვის” გამოყოფილი გრანტით, ლილითმა ტრენინგები ახალქალაქისა და ნინოწმინდის რიგ სოფელში მედიაწიგნიერების, ბულინგის, ოჯახში ძალადობის, ქალთა უფლებების, გენდერული სტერეოტიპების, ფემინიზმისა და სხვა აქტუალური თემების შესახებ ჩაატარა. შეხვედრა 11 სოფელში გამართა, სადაც 130-მდე ბავშვთან მუშაობდა.
გამოცხადებული ესეებისა და ვიდეორგოლების კონკურსებისთვის მზადებისას, ბევრი მათგანი Safari-ზე მხარდაჭერილი პლატფორმის “განძის” ნაწილია, რომლის შექმნაში ლილიტიც მონაწილეობდა და თვლის, რომ აქტიური გოგონები არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნასაც შეძლებენ.
„მინდა ყველა მშობელს, მასწავლებელს და სკოლის დირექტორს ვურჩიო, რომ არასოდეს დააკნინონ შვილების თავდაჯერებულობა, არ უთხრან, რომ ვერაფერს მიაღწევენ, რადგან მათ დახმარება და წახალისება სჭირდებათ.