ჯავახეთის თითქმის ყველა სტუდენტი სწავლისა თუ სკოლის დამთავრების შემდეგ აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან. ტიგრან ტარზიანი და გოჰარ აგჯოიანიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ტრენინგებს ატარებენ, რათა მოსამზადებელი კურსების სტუდენტებს შესაფერისი პროფესიის არჩევაში დაეხმარონ.
ტიგრან ტარზიანი ორგანიზაცია „ახალგაზრდობა დემოკრატიული ცვლილებისთვის“ ხელმძღვანელია და არასამთავრობო ორგანიზაცია „Safari“-ს ფინანსური მხარდაჭერით პროექტს „სტუდენტების მხარდაჭერა პროფესიის არჩევაში“ ახორციელებს.
ახალქალაქში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტების, ილიასა და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტების მოსამზადებელი კურსების სტუდენტებთან შეხვედრები გაიმართა.
ტრენერი გოჰარ აგჟოიანის თქმით, ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები ფიზიკა, ქიმია, მათემატიკაა. სამწუხაროდ სკოლებში არ არიან ფსიქოლოგები, რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად დარგში, სოფლის მეურნეობაში კი არც სპეციალისტები და არც მსურველები არ ჰყავთ.
„ჯავახეთის მდგომარება გვიჩვენებს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდები სწავლას ძალიან მსგავს ფაკულტეტებზე აგრძელებენ: იურისპრედენცია, პროგრამირება, ეკონომიკა, რომელსაც „პრესტიჟულად“ მიიჩნევენ. არც კი იციან, შეძლებენ თუ არა მომავალში არჩეული პროფესიით მუშაობას. ჩვენ შორისაც არიან კარგი იურისტები და პედაგოგები, მაგრამ ისინი სტუდენტების მხოლოდ 2%-ს შეადგენენ. დანარჩენები ჯავახეთში ვერ საქმდებიან, ამიტომ იძულებულნი არიან სკოლებშ იმუშაონ“, – განმარტავს გოჰარი.
მისივე თქმით, ასეთი პროფესიის არჩევას თავისი მიზეზებიც აქვს:
„პირველ მიზეზი ალბათ ისაა, რომ მაგალითად, ფიზიკისა და ქიმიის ფაკულტეტები ადგილობრივებისთვის უფასოა, მაგრამ ეთნიკური უმცირესობებისთვის – ფასიანი. ახალგაზრდები ინფორმაციას ერთმანეთისგან იღებენ და ბაძავენ კიდეც ერთურთს“.
გოჰარი აღნიშნავს, რომ მშობლებიც ჰკარნახობენ შვილებს, თუ რა პროფესიას აირჩიონ. ასეთი შემთხვევები, გოგონები მასწავლებლის ან სამედიცინო მუშაკის პროფესიას ირჩევენ.
„ბევრ სოფელში ვარ ნამყოფი და ბევრ ბავშვსაც ვესაუბრე. უმრავლესობას სურს მასწავლებელი გახდეს, რათა სოფელში დაბრუნდნენ და გათხოვდნენ. ასე სკოლაშიც დასაქმდებიან.”
ტრენინგებზე აქცენტი იმ პროფესიებისა და სპეციალისტების ნაკლებობაზე კეთდებოდა, რომლებიც ჯავახეთში მოთხოვნადია.
ტრენინგების შემდეგ გოჰარი და ტიგრანი თითოეულ სტუდენტთან ინარჩუნებენ კავშირს და ცდილობენ ყველა საკითხში დაეხმარონ, მიაწოდონ ინფორმაცია ახალგაზრდებში არაპოპულარული, თუმცა მოთხოვნადი პროფესიების შესახებ.
ტრენინგის შემდეგ მონაწილეები ჰყვებიან თავიანთ ისტორიას, თუ როგორ აირჩეს საკუთარი პროფესიები.