სამი წელია, რაც ახალქალაქში ჯავახეთში პირველი ქალთა კლუბი „დედათა და შვილთა სამყარო“ ფუნქციონირებს. კლუბი არასამთავრობო ორგანიზაცია NEW STYLE-მა, ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მხარდაჭერით და ევროკავშირის დაფინანსებით გახსნა. თავდაპირველად ახალქალაქელი ქალები შთაგონებულები იყვნენ, ბევრი მომხმარებელიც გამოჩნდა, ახლა კი კლუბს ნაკლები ადამიანი სტუმრობს და შემოსავალიც შემცირებულია.
კლუბის პროექტი ახალქალაქისთვის უნიკალური იყო, რადგან მანამდე არ არსებობდა ისეთი ადგილი, სადაც ქალები შეიკრიბებოდნენ, ივარჯიშებდნენ, ტრენინგს გაივლიდნენ, იმსჯელებდნენ საკითხებსა და პრობლემებზე, ჩამოშორდებოდნენ
პროექტის მიზანი, კლუბის თანადამფუძნებლების თქმით, ქალების სახლიდან გაყვანა და პროვინციული მენტალიტეტის მოშლა იყო. კლუბი 2019 წელს გაიხსნა. თავიდან ქალები ძალიან აქტიურები და დაინტერესებულები იყვნენ, მაგრამ პანდემიის შემდეგ ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა.
„მოვიდნენ და გვკითხეს კონკრეტულად რით შეეძლოთ დახმარება. გვეჩვენებოდა, რომ მიზანს მივაღწიეთ, რადგან ქალების მხრიდან დაინტერესება იგრძნობოდა. ჩვენი მიზანი ქალების განვითარებისთვის, მათი პროექტებში ჩართვა იყო, მაგრამ პანდემიამ პირველ რიგში ჩვენნაირ ორგანიზაციებზე იქონია გავლენა, რადგან ადამიანებთან მუშაობენ გვიხდებოდა“, – განმარტა ორგანიზაციის “NEW STYLE”-ის წევრმა სირანუშ ტეპოიანმა.
კლუბმა გადატვირთვა გადაწყვიტა. დამფუძნებლებმა გრანტების მისაღებად დაახლოებით ხუთი პროექტი დაწერეს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი იცვლება.
კლუბმა სამი წლის განმავლობაში 30-ზე მეტ პარტნიორულ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, ძირითადად ახალციხის ორგანიზაციებთან ურთიერთობდნენ.
„ტრენინგები ახალგაზრდებისა და ქალებისთვის გვქონდა, სადაც განვიხილავდით როგორ უნდა დაწერონ პროექტები გენდერზე, Covid-ის თემაზე, სამედიცინო საკითხებზე“, – ჰყვება ორგანიზაცია “NEW STYLE”-ის კიდევ ერთი წევრი ჰასმიკ შახბეკიანი.
კლუბის შექმნის პროექტი სოციალური იყო. კლუბს აქვს ტრენაჟორები, საბავშვო ოთახი, სადაც ან ღონისძიებებს მართავენ ან უბრალოდ საუბრობენ. ტრენაჟორებზე ვარჯიშის ყოველთვიური გადასახადი 35 ლარია, საბავშვო ოთახით სარგებლობა კი საათში 3 ლარი ჯდება. მიუხედავად იმისა, რომ კლუბს შემოსავალი არ აქვს, ორგანიზატორების თქმით, მიღებული თანხა კლუბის განვითარებას მოახმარეს.
კლუბის პროექტის ჯამურმა მოცულობამ 68 290 ლარი შეადგინა, საიდანაც 11 410 თანადამფუძნებლების თვითდაფინანსებაა, დანარჩენი კი გრანტია.
“ვფიქრობთ, როგორ დავძლიოთ სირთულეები, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ. პასიურობა მენტალიტეტის ცვლილებით გამოსწორდება. ქალები არა მხოლოდ სახლში, არამედ ყველა სფეროში აქტიურები უნდა იყვნენ”, – აცხადებენ ორგანიზატორები.
დამფუძნებლები აცნობიერებენ, რომ მენტალიტეტის ცვლილება რთული და ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ იმედს არ კარგავენ, რათა მიზანს მიაღწიონ.