არასრულწლოვანი, რომელიც მეტროსადგურზე „თავისუფლების მოედანი“ ლიანდაგში ჩავარდა, კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს.

ექიმების განცხადებით, პაციენტს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა ინტენსიურ მონიტორინგს საჭიროებს.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოიყვანა 14 წლის პაციენტი. შემოსვლისას მისი მდგომარეობა მძიმე იყო, ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა ინტენსიურ მონიტორინგს საჭიროებს და კლინიკაში ყოვნდება. სახეზე დაზიანებები არ აღენიშნება, თავის არეში კი, თუმცა, ეს დაზიანებები არის ზედაპირული, რომელიც დამუშავდა და გაიკერა“, – განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, არასრულწლოვანი მეტროსადგურზე „თავისუფლების მოედანი“ ლიანდაგში ჩავარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. მომხდარის გამო, მეტროში გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მგზავრთა გადაადგილება დროებით შეჩერებული იყო.