ვებგვერდი “Aliq Media”-ს ცნობით საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის 104-ე სომხური სკოლის ტერიტორიაზე მიწის სამუშაოების დროს სომხური და ქართული წარწერებით მარმარილოს საფლავის ქვები აღმოაჩინეს.

სომეხმა საზოგადო მოღვაწე ლევონ ჩიდილიანმა “Aliq Media”-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამჟამინდელი კულტურის სამინისტროსა და თბილისის 104-ე სკოლის ტერიტორიაზე XIV საუკუნიდან არსებობდა სომხური ეპარქიის უმნიშვნელოვანესი ეკლესია, რომელიც ნაკურთხი იყო, როგორც “სურბ ასტვაწაწინ” (ღვთისმშობელი), მაგრამ მთელ კომპლექსს “ვანკი მაირ ტაჭარს” (სამლოცველოს მთავარი ტაძარი) ან “ვანკი ეკეხეცს” უწოდებენ (მონასტერი).

“იგი უზარმაზარი სამგუმბათოვანი შენობა იყო, ცალკე სამრეკლოთი, ირგვლივ კი საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრებით. სწორედ აქ დაარსდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სომხური ნერსისიანის სკოლა”, – აღნიშნავს ჩიდილიანი.

მისი თქმით, უკვე კომუნისტური ანარქიის წლებში, როდესაც ათიათასობით ეკლესია დაინგრა, მათ შორის იყო “ტიფლისის ვანკი მაირ ტაჩარი” (ტფილისის სამლოცველოს მთავარი საკათედრო ტაძარი).

საზოგადო მოღვაწის განმარტებით, აღმოჩენილი საფლავის ქვები კულტურის სამინისტროსთვის უკვე ცნობილია. მუშაობისას ახალი ნიმუშების აღმოჩენას ელიან.

“ამ დროისთვის 2 ძვალი აღმოაჩინეს. ადგილზე სომეხთა ეპარქიის წინამძღოლი მამა კირაკოს დავთიანს, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორ ვან ბაიბურტსა და კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს შორის შეხვედრა გაიმართა. გადაწყდა, რომ ტრადიციების შესაბამისად სომხური სათვისტომოს აღმოჩენილი სომხური ეკლესიისთვის დაებრუნებინათ”, – განაცხადა საზოგადო მოღვაწემ.

ჩიდილიანი აღნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე მრავალი სიწმინდე და საფლავის ქვა არის ნაპოვნი, რადგან ვანკი, გარდა იმისა, რომ საგანმანათლებლო და სასულიერო ცენტრი იყო, ეროვნულ პანთეონსაც წარმოადგენდა:

„ალექსანდრე მანთაშიანი და მისი მეუღლე, გენერლები ჰაკობ ალხაზოვი, არშაკ ტერ-ღუკასოვი, საზოგადო მოღვაწეები აბგარ ჰოვანისიანი (გაზეთ «არძაგანკის» დამფუძნებელი, რედაქტორი), პეტროს სიმონიანი (გაზეთ «მეხუ აიასტანის» რედაქტორი), სომხური ეპარქიის ლიდერები გაბრიელ აივაზოვსკი (ჰოვანეს აივაზოვსკის უფროსი ძმა) და სხვები, ასევე გაბრიელ სუნდუკიანი და თბილისის მერი ალექსანდრე მატინიანცი“.

მისი კვლევის შედეგების მიხედვით, ამ ტერიტორიაზე 80-მდე ცნობილი სომეხია დაკრძალული.

როდესაც კომუნისტურმა ხელისუფლებამ სომხურ ეკლესიასთან ერთად სასაფლაოც გაანადგურა, მარმარილოს ქვები კი სამშენებლო მასალად გამოიყენეს.

“ეს მარმარილოს ქვები გამოიყენებოდა იმ დროის მნიშვნელოვანი შენობების ასაგებად:  მარქსიზმ-ლენინიზმის სახელობის ინსტიტუტი, დღევანდელი პარლამენტის შენობა და ა.შ.”.

ჩიდილიანის თქმით, საფლავის ქვები შემორჩენილია, რადგან სამშენებლო ნამსხვრევების ქვეშ იყო დარჩენილი.

“1960-იან წლებში, როცა ამ ტერიტორიაზე კულტურის ამჟამინდელი სამინისტროს მშენებლობა დაიწყო, იპოვეს გრაფი მიქაელ-ლორის მელიკოვის ნეშტი, რომელიც ახლა თბილისის წმინდა გევორგის მთავარ ტაძარშია გადატანილი”, – დასძენს ჩიდილიანი.

ახალი მნიშვნელოვანი ეგზემპლარები სამშენებლო მოედანზეა აღმოჩენილი.