მასწავლებელთა გადამზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე მიღება გამოცხადდა. პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ მასწავლებლებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საგნობრივი გამოცდები. სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში მხოლოდ 100 ადგილია.
მასწავლებლებს შეუძლიათ განაცხადი შეიტანონ გადამზადებაზე ნებისმიერ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტების ვებგვერდებზე მითითებულია სად შეუძლიათ მასწავლებლებს რეგისტრაცია – განაცხადის შევსება უნივერსიტეტში მისვლის გარეშე შეუძლიათ.
მასწავლებელთა გადამზადების პროგრამის ხანგრძლივობა ერთი წელია.
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში გადამზადებაზე განაცხადის შევსება წელს 100 მასწავლებელს შეუძლია.
„ამ პროექტს აქვს მიღების პიროობები: მასწავლებელმა უნდა ჩააბაროს საგნის გამოცდა და დაადასტუროს კომპეტენცია, უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი. თითოეულ უნივერსიტეტს აქვს განსაზღვრული ადგილები – ჩვენს უნივერსიტეტს ახლა 100 ადგილი და სხვადასხვა მიმართულება გვაქვს: ქართული, მათემატიკა, ინგლისური და ა.შ. 100 ადგილიდან 68-ს სახელმწიფო აფინანსებს“, – განმარტა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ.
მიღების განცხადების წარდგენის შემდეგა უნივერსიტეტში შიდა გამოცდა ინიშნება, რომლის საფუძველზეც ფასდება მასწავლებელი. მასზეა დამოკიდებული დაფინანსებაც.
„ვინაიდან ჩვენ ვმუშაობთ როგორც ახალციხეში, ასევე ახალქალაქში, უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალში გავხსენით ჯგუფი, რათა დავეხმაროთ მასწავლებლებს და თავიდან ავიცილოთ ახალციხეში გამგზავრების აუცილებლობა“, – დაამატა უნივერსიტეტის რექტორმა.
ტრენინგი სრულ განაკვეთზე მიმდინარეობს, ანუ ონლაინ-სწავლება გაუქმდა. ყოველივეს მაკა ბერიძე ძალიან დადებითად აფასებს.
გაკვეთილების სიხშირე და საათები მასწავლებლებთანაა შეთანხმებული.
სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ მასწავლებლები გამოცდას არ ჩააბარებენ და 60 კრედიტის შემთხვევაში შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ.
უნივერსიტეტების ჩამონათვალი და დეტალები შეგიძლიათ იხილოთ სამინისტროს ვებგვერდზე.