წარმოგიდგენთ საბავშვო ბაღებში ბავშვების რაოდენობას:

ახალქალაქის N1 საბავშვო ბაღში სწავლობს 103 აღსაზრდელი, N2 საბავშვო ბაღში – 220 აღსაზრდელი, N3 საბავშვო ბაღში – 180 აღსაზრდელი.

სოფელ დილისკას N4 საბავშვო ბაღში სწავლობს 70 ბავშვი, სოფელ ვაჩიანის N5 საბავშვო ბაღში -100, სოფელ ბარალეთის N6 საბავშვო ბაღში – 100, სოფელ აზავრეთის N7 საბავშვო ბაღში – 30, სოფელ ხულგუმოს N8 საბავშვო ბაღში – 41, კარწახის N9 საბავშვო ბაღში- 40, კულიკამის N10 საბავშვო ბაღში – 58, ჩუნჩხა-პტენას N11 საბავშვო ბაღში – 16, სულდას N12 საბავშვო ბაღში – 64, კაჯოს საბავშვო ბაღი N13 – 52, ხანდოს ალტერნატიულ საბავშვო ბაღში – 39, საბავშვო ბაღი, კოთელიის ალტერნატიულ საბავშვო ბაღში – 16 და კარტიკამის ალტერნატიულ საბავშვო ბაღში – 16 ბავშვი.

წელს საბავშვო ბაღების გახსნა იგეგმება ორ სოფელში: კუმურდოსა და გოგაშენში.

ახალაშენებული საბავშვო ბაღების გახსნის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.  წინასწარი მონაცემებით, სკოლამდელი დაწესებულებები ოქტომბრის ბოლოს გაიხსნება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სულ 16 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, აქედან 3 – ქალაქში, დანარჩენი კი სოფლებში. სამ სოფელს: კოთელიას, ხანდოსა და კარტიკამს აქვს ალტერნატიული საბავშვო ბაღები, ანუ ისინი მუშაობენ ნახევარი დღის განმავლობაში კვების გარეშე.